სომხური დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია FlyOne Armenia, რომელიც საავიაციო ბაზარზე 2021 წლიდან ოპერირებს, ერევნიდან ბათუმის მიმართულებით რეგულარულ რეისებს განახორციელებს.
ფრენები ერევანი–ბათუმი–ერევნის მარშრუტზე 2026 წლის 25 მაისიდან დაიწყება და შესრულდება კვირაში სამჯერ – ორშაბათს, ოთხშაბათსა და შაბათს.
ავიაკომპანიის ცნობით, ბილეთების შეძენა შესაძლებელია როგორც ვებგვერდზე, ისე მობილური აპლიკაციის მეშვეობით.
