„იქს ფაქტორის“ გამარჯვებული, მომღერალი ავთო აბესლამიძე, ყაზახურ მუსიკალურ კონკურსში, სადაც საქართველოს სახელით მონაწილეობს, ფინალში გავიდა.
ავთანდილის ამ წარმატებას, მომღერალი ნინი შერმადინი ეხმიანება და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
„მიხარია ძალიან! ავთუკა ვამაყობ შენით და ძალიან მიყვარხარ! სულ წარმატებები ყველგან და ყოველთვის ჩემო ოქრო! ❤️ Avtandil Abeslamidze I’l very proud!“, – წერს ნინი შერმადინი.
ცნობისათვის, პროექტი ყაზახეთში იმართება და მასში 12 ქვეყანა, მათ შორის საქართველო მონაწილეობს.
