LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„84 წლის ასაკში, ძილის წამლის ერთი აბიც არ მაქვს მიღებული, არც დამამშვიდებელი…ეს ერთი პატარა დეტალია, რომელიც მთლიანობაში უპირატესობას განიჭებს“ – ნონა გაფრინდაშვილი

276
2025-11-17_23-00-48_213138

ნონა გაფრინდაშვილი იტალიის ქალაქ გალიპოლიდან ბრინჯაოს მედლით დაბრუნდა.

84 წლის ლეგენდა მსოფლიო ჩემპიონატზე სენიორთა (+65) შორის, ამჯერად, მესამე ადგილს დასჯერდა.

თუმცა როგორც ის „ზმნასთან“ ინტერვიუში ამბობს, შედეგით უკმაყოფილოა.

„ჭადრაკში დიდი ენერგია იხარჯება. რთულია იმ კუთხით, რომ ბევრი ეტაპია გასავლელი. ხუთ საათიან პარტიებს ვთამაშობდი. წარმოგიდგენიათ? ამდენად უპირველესია ის, რომ მენტალურად ძლიერი იყო. შეიძლება ისე გადაიღალო, ვერ დაიძინო. ადამიანს აქვს რესურსი, ერთ ღამეს რომ არ დაიძინებს, მეორე დღეს ითმაშოს; მაგრამ ამას ყოველთვის ხომ ვერ გააკეთებს?

მე, 84 წლის ასაკში, ძილის წამლის ერთი აბიც არ მაქვს მიღებული. არც დამამშვიდებელი. არასდროს დამილევია. ეს ერთი პატარა დეტალია, რომელიც მთლიანობაში უპირატესობას განიჭებს.

მოკლედ, რაღაც კომპონენტი თუ გიშლის ხელს, ჩემპიონი შეიძლება ვერ გახდე. არიან სპორტსმენები, რომლებმაც დახმარებისთვის ფსიქოლოგს მიმართეს. მე ეს არ დამჭირვებია. ერთხელ მომახვიეს თავს, ფსიქოლოგი დაიხმარეო, მაგრამ არ მინდა მეთქი, ყოველთვის ჩემს გემოზე მინდოდა მეკეთებინა ყველაფერი“, – ამბობს ნონა გაფრინდაშვილი.

ვრცლად იხილეთ ინტერვიუ.

ცნობისთვის, ნონა გაფრინდაშვილი არის ქართველი მოჭადრაკე, საერთაშორისო დიდოსტატი ქალთა შორის და პირველი ქალი, ვისაც საერთაშორისო დიდოსტატის წოდება მიენიჭა ვაჟთა შორის.

ის ასევე გახლავთ მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი. 11 გუნდური და 9 პირადი ოლიმპიური ოქროს მფლობელი.

ნონა გაფრინდაშვილი: „სანამ ცოცხალი ვარ, ვითამაშებ! ასაკი ხელს არ მიშლის…“

ვიდეო: „რა არის იცით? ჩემი ცხოვრება არის ჭადრაკი…მთავარია არ გაჩერდე, სანამ საშუალებას მომცემს გონება ვითამაშებ..რომ გავჩერებულიყავი, ასაკი უფრო დამეტყობოდა, მაგალითს ვაძლევ ასაკოვან ადამიანებს, იყვნენ აქტიურები იმ საქმეში, რასაც აკეთებდნენ“ – ნონა გაფრინდაშვილი

ვიდეო: “მე ისეთი დიდოსტატები დავამარცხე და ისეთი პარტიები მოვუგე, რომ ერთმა სამჯერ მომილოცა…” – ნონა გაფრინდაშვილი ვაჟ დიდოსტატებთან შეჯიბრს იხსენებს

„ფენომენი, რაც 40 წლის მანძილზე იყო: 29 წელი ჩემპიონობა.. არა მგონია განმეორდეს“ – ნონა გაფრინდაშვილი თავის მიღწევებზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g