„ახალგაზრდებში ანევრიზმები გახშირდა“, – ამის შესახებ Ajaratv • SHOWS რადიოლოგმა, მირიან გეწაძემ განუცხადა.
სპეციალისტი ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუკი თავის ტკივილი მედიკამენტს არ ექვემდებარება და გახანგრძლივებულია, პაციენტმა აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს.
„თავის ტკივილების არსებობის შემთხვევაში, განსაკუთრებით თუ ის გახანგრძლივებულია, რთულად ან არ ემორჩილება მედიკამენტურ მკურნალობას, პაციენტმა პირველ რიგში უნდა მიმართოს ნევროლოგს, სპეციალისტი აუცილებლად დაუნიშნავს MRI-ის კვლევას. ამის შემდგომ უშუალოდ სიმპტომების გამოვლინების მიხედვით რამდენად მწვავეა, რადიოლოგი იღებს გადაწყვეტილებას რამდენად გავაღრმაოთ გამოკვლევა, შევცვალოთ კვლევა, დავამატოთ თუ მნიშვნელოვანია ნეიროქირურგის ჩართვა ამ პროცესში.
უკანასკნელ პერიოდში საკმაოდ რეზონანსულია თავის ტვინის ანევრიზმები, გამსკდარი ანევრიზმები, განსაკუთრებით ახალგაზრდა ასაკში“, – ამბობს რადიოლოგი.
