„ზღაპრული წუთები, გაცოცხლებული ფილმები და სერიალები, უკიდეგანო სიყვარული, უამრავი ადამიანის სითბო, პატივისცემა, ახალი ოჯახის წევრები, მათი აღტაცება და სითბო. დღე, რომელიც სამუდამოდ დარჩება ჩემს გულში ზღაპრად“, – დაწერა სოციალურ ქსელში ქართველმა ფიტნესინსტრუქტორმა და ინფლუენსერმა, თიკო ყაველაშვილმა და საკუთარი ქორწილის ფოტო გამოაქვეყნა, რომელიც ინდოეთშია გადაღებული. მისი რჩეული ინდოელი, დედით ქართველი ომარ ამანი ლაზარე გახლავთ. თიკომ და ომარმა ქორწილი ჯერ ინდოეთში გადაიხადეს, მერე კი საქართველოში, სადაც ჯვარიც დაიწერეს.
ომარის დედა ანუ თიკოს დედამთილი, ნათელა საჯაია, ინდოეთში 29 წლის წინ ჩავიდა, იქ გათხოვდა და დარჩა. ამანების ოჯახი დელის გარეუბანში ცხოვრობს.
ქალბატონი ნათელა „სარკის“ ახალ ნომერში თავისი ოჯახის დიდ სიხარულზე საუბრობს:
ჩემს მეუღლეს ისე მოეწონა თიკო, გადაწყვიტა, მაშინვე ქორწილი გაემართა მათთვის. ჩვენს შვილს უთხრა, რადგან ასე ჩამოიყვანე, აქედან, როგორც ცოლ-ქმარი, ისე წახვალთო. მართლაც გადაუხადეს რიტუალური ქორწილი. ძალიან ახლო ნათესავებს დაუძახეს. მოუხატეს ხელები, ჩააცვეს ინდური ნაციონალური სამოსი და ლოცვაც წაუკითხეს. ასე რომ, ინდური ტრადიციული ქორწინების საბუთიც აქვთ.
დეკოლტე, მართალია, ღია იყო, მაგრამ მას ასე უნდოდა! ჩემი ქმრის ნათესავებს არაფერი უთქვამთ ამ კაბაზე. ყველას მოეწონა ქორწილის სურათებიც. უკვე იციან, თიკო ვინ არის და ისეთი ლამაზი ფოტოები უდევს საცურაო კოსტიუმებში… გამომწვევია, მაგრამ საოცარი! არავის ულაპარაკია ინდოეთში თიკოს ჩაცმულობაზე. შეიძლება თავს იკავებენ და, თუ ასეა, ესეც მსიამოვნებს, რადგან არ გამოფინეს თავიანთი ნეგატივი ისე, როგორც საქართველოში. თიკოს ვესაუბრე ქართველების კომენტარებზე და ვურჩიე, აგრესიულად არავის უპასუხოს.
ინტერვიუ სრულად იხილეთ ჟურნალ „სარკის“ ახალ ნომერში.
