LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნაპოლეონის გულსაბნევი 4,4 მილიონ დოლარად გაიყიდა

103
diamond-brooch-lost-by-Napoleon-auction

ნაპოლეონ ბონაპარტის გულსაბნევი აუქციონზე გაიყიდა. ლოტი Sotheby’s აუქციონის სახლმა გამოიტანა და მისი გასხვისება 4,4 მილიონ დოლარად შეძლო, წერს The New York Times-ი.

იუველირული ნაკეთობა 13 კარატიანი ოვალური ბრილიანტითაა დამშვენებული, რომელსაც 100-მდე სხვადასხვა ფორმის ბრილიანტი აქვს გარშემორტყმული. იმპერატორი სამკაულს თავის ორკაპიან ქუდს მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში უკეთებდა ის მის პირად კოლექციაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ნივთია.

ლოტის საწყისი ღირებულება მხოლოდ 150-250 ათასი დოლარი იყო და მის მოსაპოვებლად უცნობმა კოლექციონერმა 30-ჯერ უფრო მეტი თანხა გადაიხადა.

ამავე აუქციონზე გაიყიდა ბონაპარტის კიდევ ერთი ბრილიანტი – 132 კარატიანი მწვანე ბერილი, რომელიც იმპერატორს 1804 წელს კორონაციაზე ეკეთა.

აღსანიშნავია, რომ ნაპოლეონის ნივთების აუქციონები ბოლო წლებში განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს კოლექციონერებს შორის, განსაკუთრებით ისეთი ნივთების შემთხვევაში, რომლებიც ისტორიულ მოვლენებს უკავშირდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები