ლოს-ანჯელესში, კვენტინ ტარანტინოს ფილმის, „მოკალი ბილი: სისხლიანი ისტორია“ პრემიერა ნამდვილი კინომოყვარულების დიდ მოვლენად იქცა.
55 წლის უმა თურმანი წითელ ხალიჩაზე „მოკალი ბილის“ პოსტერით აჭრელებულ მაისურში პოზირებდა. ფილმი, სადაც მან მთავარი როლი შეასრულა, დღესაც ტარანტინოს კარიერის ერთ-ერთ საკვანძო ნაშრომად მიიჩნევა.
62 წლის რეჟისორი, რომელმაც ბევრჯერ აღნიშნა, რომ თურმანი მისი „მთავარი მუზაა“, პრემიერაზე მეუღლესთან, დანიელა პიკთან ერთად გამოჩნდა.
ცნობისთვის, დეკემბერში ეკრანებზე გამოვა ოთხსაათიანი ფილმი, „მოკალი ბილი: სისხლიანი ისტორია“ (Kill Bill: The Whole Bloody Affair. ეს გახლავთ 2003 და 2004 წლების ორ ნაწილად გაშლილი ფილმის გაერთიანებული ვერსია, რომელშიც აქამდე უცნობი კადრები იქნება წარმოდგენილი.