LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ მოვიზიდოთ სიმდიდრე და ბარაქა – რას გვირჩევს ფენშუის სპეციალისტი

237
380175427-824584665807274-4208203705693664676-n-2023-09-26_12-58-36_628978

როგორ მოვიზიდოთ სიმდიდრე და ბარაქა – ამის შესახებ ფენშუის სპეციალისტმა, თიკა ქოქაშვილმა გადაცემაში „დღის პოსტი ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, ფულთან დაკავშირებული უიღბლობის განცდა ადამიანების მენტალურ დამოკიდებულებაზეა დამოკიდებული. მისი თქმით, როცა ადამიანი თვლის, რომ „არ უმართლებს“ ან ფულს ცუდ ენერგიასთან აკავშირებს, ეს ნეგატიური პროგრამა მის ყოველდღიურობაზეც აისახება.

„უიღბლობა, როგორც ასეთი, არ არსებობს. ამ ყველაფერს ჩვენ ვაპროგრამებთ. როდესაც ადამიანი ჩათვლის, რომ მას არ უმართლებს, საკმარისი შემოსავალი არ აქვს, მენტალურ დონეზე მიჯაჭვულია იმ ინფორმაციაზე, რაც აიკვიატა, სამყაროში ეს ისე მუშავდება, რომ მერე ყველაფერი ამის მიხედვით მიდის.

მენტალურად სიღარიბის ენერგია, თუნდაც ფულთან დაკავშირებული ცუდი აზროვნება, რომ მდიდარი ადამიანები ცუდები არიან, რომ ფულს შეუძლია, ადამიანი გაატუტუცოს, დამაზიანებელია… როდესაც ვიძახით, რომ „ხელფასი არასდროს მყოფნის“ – სამყაროში ესეც ძალიან ცუდად მუშავდება. როდესაც შევამჩნევთ, რომ ჩვენში არასწორი ინფორმაცია და ენერგია შემოდის, ვიწყებთ იმის გახსენებას, რომ ფულით რამდენი კარგი სურვილი აგვისრულებია საკუთარი თავისთვის, როგორ შეგვიგროვებია… ფულთან დამოკიდებულებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. სიდუხჭირე ზუსტად ეს არის – იმის გარდა, რომ ჩვენ მენტალურ დონეზე შეიძლება დავასუფთაოთ და დავალაგოთ აზრები, ჩვენს გარემოსა და საცხოვრებელ ადგილს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ფენშუის მიხედვით, ყველაზე მნიშვნელოვანი ეს შემოსასვლელი კარებია. მთავარი ადგილი, საიდანაც ჩვენთან სიცოცხლის ენერგია შემოდის. ამ ენერგიას შეუძლია, გარემო გაასუფთაოს. ახალ წლამდე დიდი დრო არ არის დარჩენილი. ენერგიების გაღვიძებისთვის გამზადება შეგვიძლია.

თუ ადამიანები თვლიან, რომ რთული პერიოდი, სიდუხჭირე ჰქონდათ, ასეთი რამ შეუძლიათ, გააკეთონ: 8 საათზე მზე უკვე ამოსულია. მზის ამოსვლის შემდეგ მთავარ კარს ვაღებთ, რომელიც მარილიანი წყლით აუცილებლად უნდა გაიწმინდოს. 30 წამით მაინც უნდა იყოს გაღებული. ცივი, წყნარი ჰაერი უნდა შემოვიდეს მაშინ, როდესაც სადარბაზო ჯერ გაღვიძებული არ არის. რომ შემოუშვებთ ამ ენერგიას, ცოტახანს კართან უნდა დადგეთ და თქვათ: “მე, დღეიდან, მზად ვარ, გავუშვა ყველა ის არასასურველი პროგრამა და ენერგია, რომლებიც ჩემს სახლში ფულთან დაკავშირებული იყო და შემოვუშვა დადებითი ენერგია.” ამის შემდეგ ეს ენერგია მთლიან სახლში უნდა გადავანაწილოთ. ეს იქნება სანთლის ანთებით, საკმევლის დანთებით, სურნელოვანი ჩხირებით… ეს თქვენ აარჩიეთ. ყველა ოთახი მოვიაროთ. თუ ბნელი, გამოკეტილი ოთახები გაქვთ, იქ განსაკუთრებით. საათის ისრის მიმართულებით უნდა მოვიაროთ და ენერგია შემოვუშვათ. ეს გზა უკვე მენტალურ დონეზეც ჩვენში ენერგიებს ასუფთავებს და ასევე სახლის ენერგიებიც გაღვიძებას იწყებს“, – ამბობს ფენშუის სპეციალისტი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g