LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევები იზრდება და ევროპაში ლიდერია: რა უშველის ამ პრობლემას

774
276897487_0_120_1280_840_1920x0_80_0_0_1e29800ac4647f88b7b0225ba9ef6d5d

საქართველოში ავტომობილების რაოდენობა გეომეტრიული პროგრესიით იზრდება. განსაკუთრებით დედაქალაქში გადაადგილება შეუძლებელი გახდა. მანევრირების შეზღუდული სივრცე და გადაღლილი მძღოლები ემოციურ ფონზე ცდილობენ დისკომფორტის აცილებას და ხშირად ასეთი მოქმედება საავარიო სიტუაციებს ქმნის.

საქართველო ავტოსაგზაო შემთხვევების და სიკვდილიანობის კუთხით ევროპაში მოწინავე პოზიციაზეა.

ზოგადად საგზაო უსაფრთხოება მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთ მთავარ პრობლემად რჩება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ყოველწლიურად საგზაო შემთხვევების შედეგად დაახლოებით 1.2 მილიონი ადამიანი იღუპება. განსაკუთრებით საგანგაშოა ის ფაქტი, რომ დაღუპულთა უმრავლესობა 5-დან 29 წლამდე ასაკის ახალგაზრდები არიან.

შემთხვევების ზრდა არის, მაგრამ ეს გამოწვეულია მობილობის ზრდით

ალექსანდრე დარახველიძე
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე

„მიმდინარე წლის 9 თვის მონაცემებით ქვეყანაში რეგისტრირებულია დაახლოებით 2 მილიონამდე ავტომობილი, ხოლო უცხოეთიდან შემოდის 1.1 მილიონზე მეტი. ეს მნიშვნელოვნად ზრდის მობილობას ქვეყანაში, თუმცა ამის ფონზე არის ავარიების გარკვეული ზრდა, ასევე დაშავებულთა და გარდაცვალებულთა მაჩვენებლის კუთხით. მიმდინარე წელს დაახლოებით 6 ათასზე მეტი პირი დაშავდა 9 თვის განმავლობაში, 345 პირი არის გარდაცვლილი ავარიების შედეგად. წინა წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელთან არის ზრდა, მაგრამ უნდა ითქვას, რომ ეს გამოწვეულია მობილობის ზრდით“.

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევები – 2024 წელი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2025 წლის ორ კვარტალში 2 860 ავტოსაგზაო შემთხვევა აღირიცხა, რომელთა შედეგადაც დაღუპულთა რაოდენობა 216-ს აღწევს.
საქსტატის თანახმად, წლის 6 თვეში, ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად 381 ადამიანი დაშავდა.
აღსანიშნავია, რომ გაიზარდა ალკოჰოლური სიმთვრალით გამოწვეული ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა. თუ 2024 წელს ეს რიცხვი 185-ს შეადგენდა, წელს, მხოლოდ 6 თვეში, ამ მიზეზით უკვე 219 ავარია მოხდა.

კანონმდებლობაში კორექტირება უნდა მოხდეს

ეკა ლალიაშვილი
„საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ თავმჯდომარე

„ამ მძიმე დაზიანებების წამყვანი მიზეზი გახლავთ სიჩქარის გადაჭარბება, საპირისპირო ზოლში გადასვლა, მანევრირების წესების დარღვევა, დისტანციის დაუცველობა, ბევრი დარღვევაა, მაგრამ სიჩქარის გადაჭარბება მაინც ლიდერი. თუ გვინდა, რომ ვუპასუხოთ ამ გამოწვევას, უნდა მოვიფიქროთ რა ცვლილებები შევიტანოთ საკანონმდებლო ჩარჩოში. პირველ რიგში ეს არის ტოლერანტული ზღვარი. ამჟამად გვაქვს 15 კმ/სთ, რაც ძალიან მაღალია. ასევე საშუალო სიჩქარე ქალაქებში გახლავთ 60 კმ/სთ, რაც ასევე მაღალია. ამის გადახედვა და კორექტირება უნდა მოხდეს და დაახლოება საერთაშორისო უსაფრთხოების სტანდარტებთან.

ასევე მნიშვნელოვანია საბავშვო სავარძლებისა და მეორადი დაცვის სისტემების (უსაფრთხოების ღვედი უკანა სავარძელზე) მიმართულებით საკანონმდებლო ბაზა გაუმჯობესდეს. სტატისტიკურად სავარძელი და უკანა ღვედი მგზავრს 40-60 %-ით იცავს.

ჩვენ შეგვიძლია გავითვალისწინოთ სხვა ქვეყნების და ქალაქების გამოცდილება. თუ ვიმოქმედებთ შედეგი გვექნება“.

ჯარიმები იზრდება: უშველის?

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეიმუშავა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის მთავარ მიზანს საგზაო წესების მაქსიმალურად უზრუნველყოფა და საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენცია წარმოადგენს.

როგორც შსს-ს ინფორმაციაშია ნათქვამი, ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად გაზრდილი სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობისა და მზარდი მობილობის ფონზე საგზაო უსაფრთხოება კვლავ გამოწვევად რჩება და, მიუხედავად მიღწეული პროგრესისა, საქართველოში ყოველწლიურად საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების შედეგად ასობით ადამიანი იღუპება ან იღებს ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებას.

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების გამომწვევი მიზეზების ანალიზის შედეგად დასტურდება, რომ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მაქსიმალურად უზრუნველყოფის მიზნით აუცილებელია, მნიშვნელოვნად გადაიხედოს და გამკაცრდეს დღეისათვის არსებული სანქციები. შესაბამისად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადდა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის თანახმადაც:

100 ლარამდე იზრდება ჯარიმა სატრანსპორტო საშუალების გზაზე მანევრირების წესების დარღვევისთვის. ამავდროულად, ამ სამართალდარღვევისთვის მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა რაოდენობა შემცირდება 20 ქულით;

50-დან 100 ლარამდე იზრდება სანქცია 15 კმ/სთ-ზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 40 კმ/სთ-ის სიჩქარის გადაჭარბებისთვის;

50 ლარამდე იზრდება სანქცია ავტომობილით მოძრაობისას მძღოლის ან მგზავრის მიერ უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობისთვის, ამავდროულად, ამ სამართალდარღვევისთვის მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა რაოდენობა შემცირდება 10 ქულით;

50 ლარამდე იზრდება სანქცია ავტომობილის მართვის დროს მძღოლის მიერ მობილურით სარგებლობისთვის;

დგომა-გაჩერების წესების დარღვევისთვის, თბილისის მსგავსად, 50 ლარამდე იზრდება ჯარიმის ოდენობა ქუთაისის, ბათუმის, მცხეთის, რუსთავის, გორის, თელავის, ფოთის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში და საქართველოს კურორტებზე.

დამატებით პასუხისმგებლობა დგინდება „BUS LANE“-ზე, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების გარდა, სხვა სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობისთვის, რაც გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.

ასევე, ახალ სამართალდარღვევად განისაზღვრება სატრანსპორტო საშუალების ტროტუარზე ან ქვეითთა გადასასვლელზე დგომა-გაჩერება, რაც გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით. ამავდროულად, ამ სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში, კანონით განსაზღვრული პირობების არსებობისას, სატრანსპორტო საშუალება დაექვემდებარება სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანას.

არ იქნება ცოდნა, არ იქნება ეფექტი

მევლუდ მელაძე
საავტომობილო ფედერაციის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი და ექსპერტი სატრანსპორტო საკითხებში

„ვერ მივიღებთ იმ ეფექტს, რასაც საზოგადოება ელოდება, იქნება მინიმალისტური ეფექტი. ერთხელ უკვე მოხდა საჯარიმო სანქციების ზრდა, მაგრამ ამას არ მოჰყოლია საგზაო შემთხვევების შემცირება. რატომ? მიზეზი ყველაფერს აქვს: კამერები დამონტაჟდა, ჯარიმები გაიზარდა, ინფრასტრუქტურა გადაეწყო, მაგრამ ციფრი არ მცირდება. საბოლოო ჯამში, მაინც მივდივართ ცოდნაზე. თუ სახელმწიფო ამ ფულს, რომელსაც ჯარიმებიდან ამოიღებს, დააბანდებს ცოდნაში და დაიწყება საბავშვო ბაღებიდან , სკოლის ასაკის ბავშვებიდან განათლების მიღება საგზაო უსაფრთხოებაზე, მაშინ ამას უკვე ექნება აზრი.

და კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი: სკოლებში, სადაც ასწავლიან ავტომობილის მართვას, არ არსებობს სტანდარტი: ან რამდენი გაკვეთილისგან უნდა შედგებოდეს, ან რა პროგრამა უნდა გაიარონ, ან რა უნდა ასწავლონ. ყველა თვითნებურად ასწავლის, რაც მას ჰგონია სწორი. მთავარია მოსწავლემ როგორ ჩააბაროს გამოცდა და არა ის, როგორ მიიღოს ცოდნა და როგორ იყოს უსაფრთხო.

სწავლება არ არის ხანმოკლე პროცესი, დღეს რომ დავიწყოთ, 7-8 და 10 წლის შემდეგ მივიღებთ ეფექტს“.

გაცემული მართვის მოწმობების სტატისტიკა – 2024 წელი

რას ფიქრობს ხალხი?

„ფორტუნამ“ მძღოლებიც გამოკითხა:

„ავტოსკოლაში 45 მოტოსაათს თუ არ გაივლის ადამიანი, გამოცდაზე არც უნდა გაუშვან“;

„ჯარიმები აქვთ უაზროდ გაბერილი, ჩვენგან იღებენ თანხებს“;

„ნასვამი არ უნდა დაჯდე საჯესთან, საკუთარ თავსაც ღუპავ და სხვასაც ღუპავ“;

„თუ გავითვალისწინებთ წინა წლების სტატისტიკას, ჩემი აზრით, უფრო მკაცრიც უნდა იყოს სანქციები“.

კარგი ქვეყანა, კარგი შედეგი და პირიქით

სხვადასხვა ქვეყანაში ავტოსაგზაო შემთხვევებით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებლები ინტენსიური სამეცნიერო კვლევის საგანია. რიგ ქვეყნებში საგზაო შემთხვევებით გამოწვეული სიკვდილიანობა მოსახლეობის შემცირების ერთ-ერთი მთავარი მიზეზიც კია.

სტატისტიკა აჩვენებს, რომ საგზაო შემთხვევებით გამოწვეული სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებლები ღარიბ ქვეყნებში შეინიშნება. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ეს გამოწვეულია ცუდი ინფრასტრუქტურით, ცუდი გზებით და გაწეული უხარისხო სამედიცინო მომსახურებით. საგზაო შემთხვევებით გამოწვეული სიკვდილიანობის მქონე ქვეყნების სიაში არ შედის ეკონომიკურად განვითარებული ქვეყნები, რომლებიც უზრუნველყოფენ მართვისთვის ადეკვატურ პირობებს და მაქსიმალურ ყურადღებას აქცევენ საგზაო უსაფრთხოებას.
საშუალოდ, ყოველწლიურად მსოფლიოში საგზაო შემთხვევების შედეგად მილიონზე მეტი ადამიანი იღუპება.

ევროპა

ყველაზე ცუდი მდგომარეობა პორტუგალიის, საბერძნეთისა და რუმინეთის გარკვეულ რეგიონებშია.
ევროსტატის მონაცემების თანახმად, 2022 წელს ევროკავშირის ქვეყნებში საგზაო შემთხვევების შედეგად 20 653 ადამიანი – მძღოლი, მგზავრი და ფეხით მოსიარულე – დაიღუპა.

მილიონ მოსახლეზე ყველაზე მაღალი სიკვდილიანობის მაჩვენებლის მქონე რეგიონები იყო პორტუგალიაში ალენტეჟუ (149), სამხრეთ ეგეოსის რეგიონი (131) და საბერძნეთის იონიის კუნძულები (127) და სამხრეთ-დასავლეთ რუმინეთში ოლტენია (123).

ევროსტატის მონაცემებით, დიდ აგლომერაციებსა და დედაქალაქებში მნიშვნელოვნად დაბალი საგზაო შემთხვევებით დაღუპულთა მაჩვენებლები აქვთ, ყველაზე უსაფრთხო ქალაქებს შორის კი სტოკჰოლმი (7), ვენა და ბერლინი (თითოეული 9) არიან.

გრძელვადიანი ტენდენცია უფრო იმედისმომცემად გამოიყურება.
ათწლეულის განმავლობაში (2012-2022) საგზაო შემთხვევებით გამოწვეული სიკვდილიანობა შემცირდა ევროკავშირის ხუთიდან ოთხ რეგიონში მაინც.

ყველაზე მკვეთრი კლება (-62.9%) დაფიქსირდა შვედეთში, ნორა მელანსვერიგეში (შუა-ჩრდილოეთი), სამხრეთ პოლონეთში მდებარე მალოპოლსკის სავოევოდეში და ავსტრიის ზალცბურგში – 60%-ზე მეტი კლება.

მეორეს მხრივ, სიკვდილიანობის მაჩვენებლები გაიზარდა ევროკავშირის 37 რეგიონში.

Road fatalities in the EU and EFTA countries

 2024 data 2025 data (first six months) 
 Absolute number Rate per million population % change in absolute number in 2024 in relation to: Trend in relation to same period in: 
 2024 2024 2023 2019 Average 2017-19 2024 
EU-27 19 940 45 -2% -12% -14% – 
Belgium  470 40 -6% -27% -24% ↑↑ 
Bulgaria  478 74 -9% -24% -25% ↓ 
Czechia  493 45 -2% -20% -20% ↓↓ 
Denmark  145 24 -10% -27% -20% ↑↑* 
Germany 2 770 33 -2% -9% -12% – 
Estonia  69 50 17% 33% 24% ↓↓ 
Ireland  171 32 -5% 22% 20% ↓* 
Greece  665 64 3% -3% -6% ↓↓ 
Spain 1 785 37 -1% 2% -1% – 
France 3 193 48 1% -1% -4% – 
Croatia  239 62 -13% -20% -24% ↑↑ 
Italy 3 030 51 0% -5% -8% – 
Cyprus  41 44 21% -21% -20% n/a 
Latvia  112 60 -19% -15% -19% – 
Lithuania  124 43 -22% -33% -32% ↑* 
Luxembourg  18 27 -31% -18% -35% ↑↑* 
Hungary  497 52 5% -17% -20% – 
Malta  12 21 -25% -25% -32% ↑↑* 
Netherlands  566 32 -7% -3% -1% ↑ 
Austria  351 38 -13% -16% -15% ↑↑ 
Poland 1 896 52 0% -35% -34% ↓↓ 
Portugal  618 58 -4% -10% -7% ↓↓ 
Romania 1 478 78 -4% -21% -22% ↓↓ 
Slovenia  68 32 -17% -33% -31% ↑↑* 
Slovakia  262 48 -2% -3% -2% ↓↓ 
Finland  179 32 -3% -15% -22% – 
Sweden  213 20 -7% -4% -20% ↓* 
Switzerland  250 28 6% 34% 15% ↓↓ 
Norway  89 16 -19% -18% -17% – 
Iceland  13 33 63% 117% -3% ↓↓* 
Serbia  514  78 2% -4% -7% ↑ 

საგზაო შემთხვევების სტატისტიკა ევროპაში

ჰელსინკი
ფინეთის დედაქალაქში 2024 წლის ივლისიდან არც ერთი ფატალური ავტოსაგზაო შემთხვევა არ მომხდარა. ჰელსინკი, რომლის მოსახლეობა დაახლოებით 670 000-ია, რამდენიმე ეფექტური ღონისძიების წყალობით ყველაზე უსაფრთხო ქალაქად სახელდება, მათ შორის მაქსიმალური სიჩქარის ლიმიტის შემცირების წყალობით.
ბოლო წლის განმავლობაში მხოლოდ 277 ავარია მოხდა და არც ერთი ადამიანი არ დაღუპულა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g