LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „საკუთარ ქვეყანაშივე გავხდით დევნილები – ბევრჯერ გვშიოდა, გვციოდა…“ – ირმა ხეცურიანი

111
ირმა ხეცურიანი

პარამოფარიკავე ირმა ხეცურიანმა, რომელიც „იუთუბის“ გადაცემის – „შენი ამბავი თაიასთან” გასულ ეპიზოდს სტუმრობდა, საკუთარი ცხოვრების განვლილ, მათ შორის, რთულ ეპიზოდებზე ისაუბრა.

„გადავდგი თუ არა ფეხი გავშეშდი, ტკივილმა ერთ წამში ყველგან გაიარა…შენ თუ ამ სირთულეში რაღაც ნათელი არ იპოვე, ვერასდროს ვერ გააგრძელებ, შანსი არ გაქვს…“ – რა გაიხსენა პარამოფარიკავე, ირმა ხეცურიანმა

ამავე გადაცემაში, ირმა ხეცურიანმა აფხაზეთის ომსა და დევნილობაზე ისაუბრა.

„წარმოშობით აფხაზეთიდან ვარ, დავიბადე ოჩამჩირის რაიონში, სოფელ ცაგერაში, 7 წელი ვიცხოვრე ომამდე და ის ყველაზე უდარდელი წლები ყველაზე კარგად მახსოვს…

საკუთარ ქვეყანაშივე გავხდით დევნილები, აბსოლუტურად არაფერი არ გვქონდა, იყო მოწყალებაც… არ ვიცოდით, რა უნდა გაგვეკეთებინა. გასახსენებლად ძალიან ცუდია და რომ ვიხსენებ, არც თუ ისე მარტივია.

ბევრჯერ გვშიოდა, ბევრჯერ გვციოდა. სანატორიუმში ის ერთი ოთახი, სანამ ვადაპტირდით და სანამ ნორმალურად გავიაზრეთ ის, რომ აქედან ვიწყებთ ცხოვრებას, სხვა გზა არ გვაქვს და არაფერი არ შეიცვლება…“ – აღნიშნა ირმა ხეცურიანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g