LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „მაგრად მენატრებით“ – მერაბ შარიქაძე 2-წლიანი პაუზის შემდეგ ტრიბუნებზე გამოჩნდა

162
მერაბ შარიქაძე

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა შემოდგომის ტესტმატჩების დასკვნითი შეხვედრა იაპონიის ნაკრებთან გამართა და 23:25 დამარცხდა.

საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი, მერაბ შარიქაძე 2-წლიანი პაუზის შემდეგ ტრიბუნებზე გამოჩნდა.

მორაგბეები ყოფილ კაპიტანს მოედნიდან მიესალმენ, მაყურებელი კი ოვაციით შეხვდა.

„დიდი მადლობა გულშემატკივრობისთვის, მაგრად მენატრებით, რა“ – მიმართა მერაბმა გულშემატკივრებს.

აღნიშნული მომენტის ამსახველი ვიდეო მერაბ შარიქაძემ სოციალურ ქსელში ატვირთა.

„ჩვენი კაპიტანი“, „ძალიან გაფასებთ“, – ვკითხულობთ ვიდეოს კომენტარებში.

ვიდეო: მარიამ კიკნაძე.

ვიდეო: მერაბ შარიქაძე პირველად დოპინგსკანდალის შესახებ, რომელმაც მისი რაგბის კარიერა შეიწირა და დედაზე, რომელიც ამ ამბავზე ნერვიულობას გადაჰყვა: „ტკივილმა მოკლა… დედაჩემის საფულეში ვიპოვეთ ფურცელი, სადაც ღმერთს რაგბის მოედანზე ჩემს დაბრუნებას

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g