LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ყველაზე ემოციური მომენტი ჯვრისწერა იყო… ისე ვინერვიულე, რომ ბოლოს ცუდად გავხდი…“ – როგორ ჩაიარა ანანო სამხარაძისა და გიორგი სარდალაშვილის ქორწილმა

166
page

მომღერალი ანანო სამხარაძე და ჩემპიონი გიორგი სარდალაშვილი ახლახან დაქორწინდნენ. ქორწილის შესახებ ჟურნალ „თბილისელებს“ (24 ნოემბრის ნომერი) თავად ანანო უყვება:

„ხელის თხოვნა მოულოდნელი იყო, რადგან დაქორწინებაზე ვფიქრობდით, მაგრამ უფრო სამომავლოდ, წელს ნამდვილად არ ველოდი. გვქონდა ამ თემის განხილვა, მაგრამ ასე მალე ვერ წარმოვიდგენდი. თურმე, გიორგი ჩუმად გეგმავდა. მამაჩემთანაც ჰქონია საუბარი. მე ესეც არ ვიცოდი. მამაჩემს ისეთი ხასიათი აქვს, არ მეგონა, თუ დათანხმდებოდა.

ქორწილის სამზადისი ძალიან დატვირთული იყო. საერთოდ, ჩემი ხასიათიდან გამომდინარე, ყველა დეტალი უნდა მცოდნოდა. ეს პერიოდი ფიზიკური დატვირთვაც იყო და ფსიქოლოგიურიც, მაგრამ თან, უდიდეს სიამოვნებას მანიჭებდა. ჩემი ბავშვობის ოცნება იყო, მქონოდა ულამაზესი ქორწილი, სადაც ჩემ გვერდით საყვარელი ადამიანები იქნებოდნენ.

ჩემთვის ძალიან ემოციური და ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი იყო ჯვრისწერა. უფლის წინაშე ფიცის დადებაზე საპასუხისმგებლო რა უნდა იყოს?! სვეტიცხოველში დავიწერეთ ჯვარი და 40 წუთი ისე ვნერვიულობდი, რომ ბოლოს ცოტა ცუდად გავხდი, ემოციებისგან გონებას ვკარგავდი, მაგრამ საბედნიეროდ, აქაც ყველაფერმა კარგად ჩაიარა…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g