LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პომიდვრის მაცივარში შენახვა არ შეიძლება!“ – სურსათის უვნებლობის სპეციალისტის, ირაკლი არაბულის რეკომენდაცია

111
ირაკლი არაბული

სურსათის უვნებლობის სპეციალისტი, ირაკლი არაბული ამბობს, რომ პომიდვრის მაცივარში შენახვა არ შეიძლება.

სპეციალისტი გვირჩევს როგორ შევინახოთ პომიდორი ისე, რომ იყოს უსაფრთხოც და გემრიელიც:

„პომიდვრის გემო დამოკიდებულია მის სიმწიფესა და მისი სიმწიფის პერიოდზე. მაცივარში შენახვისას დაბალი ტემპერატურა პომიდორს უშლის ხელს, რომ დამწიფდეს ბოლომდე, ამიტომ პომიდორი უნდა შევინახოთ მაცივრის გარეშე ისეთ ადგილას, სადაც პომიდორი განაგრძობს სიმწიფის პროცესს და უფრო გემრიელიც გახდება. თუ ვატყობთ, რომ პომიდორი წავიდა ზედმეტი სიმწიფისა და სიდამპლისკენ, ამ შემთხვევაში შეგვიძლია მაცივარში შენახვა, მაგრამ პომიდორმა რომ მიიღოს უკეთესი გემო, საჭიროა ის დამწიფდეს სრულყოფილად და ამისთვის უნდა შევინახოთ მაცივრის გარეშე, გრილ ადგილას“, – ამბობს არაბული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g