LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ტყუპი დების ისტორია, რომლებმაც ერთმანეთი TikTok-ზე იპოვეს – „პირველი კითხვა მქონდა: ვინ არის, რა უნდა? რატომ მგავს?…“

120
ტყუპი დების ისტორია

პოდკასტის „ვეძებ“ მორიგი ეპიზოდი დაეთმო ტყუპი დების ისტორიას, რომლებიც დაბადების შემდეგ ცალ-ცალკე, თანხის სანაცვლოდ გააშვილეს.

დები ერთმანეთს სრულიად შემთხვევით, სოციალური ქსელის საშუალებით დაუკავშირდნენ. ტყუპებმა პოდკასტში დეტალურად გაიხსენეს ის დღე, როდესაც ერთმანეთი აღმოაჩინეს. მათამდე არანაირი ინფორმაცია არ ჰქონდათ იმას შესახებ, რომ ტყუპისცალი ჰყავდათ.

„ჩვენი დაკავშირება ტიკ-ტოკის საშუალებით მოხდა. აქტიური ვიყავი სოციალურ ქსელებში, ვდებდი სხვადასხვა ვიდეოს და ერთ-ერთ პოსტზე უცნობი ადამიანი მიტოვებს კომენტარს – ალადაშვილის კლინიკაში რა გინდოდაო. არადა, იმ პერიოდში საერთოდ არ ვყოფილვარ იქ – ჩემი და იყო მისული და სწორედ იგი ნახეს.

არაერთი განმარტების შემდეგ, რომ კლინიკაში მე არ ვყოფილვარ, იმ ადამიანმა მონიშნა ანა. გადავედი მის პროფილზე… ფეისბუკზე შევხვდი და უცებ – ზუსტად ჩემნაირი ტიპი, თმის ფერიც ერთი ჰქონდა… პირველი კითხვა მქონდა: ვინ არის ეს ადამიანი და რა უნდა? რატომ მგავს? რატომ მირეკავს? საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ ჩემი დაა,“ — აცხადებენ პოდკასტის მონაწილეები“

იხილეთ ვრცლად

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g