საქართველოს ეროვნული ბანკის საგანმანათლებლო პლატფორმა „ფინედუ“, სკოლებსა და პროფესიულ სასწავლებლებში ფინანსური წიგნიერების საკითხებზე დისკუსიის წასახალისებლად და შედეგად, მოსწავლე-ახალგაზრდებში ფინანსური განათლების ასამაღლებლად, ფინანსური განათლების კლუბებისათვის საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრებზე რეგისტრაციას აცხადებს.
ტრენინგები გათვლილია VIII-XII კლასის მოსწავლეებისა და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების 19 წლამდე ასაკის მოსწავლე-ახალგაზრდებისათვის.
შეხვედრები დაიგეგმება ფინანსური განათლების 4 თემაზე:
- ბიუჯეტირება და დაზოგვა
- საბანკო პროდუქტები და მომხმარებლის უფლებები
- ფინანსური სისტემა
- ფინანსური უსაფრთხოება
შეხვედრები ჩატარდება ეროვნული ბანკის სათავო ოფისსა და საკასო ცენტრში. შეხვედრის ხანგრძლივობა 2 საათი იქნება.
გაითვალისწინეთ, მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია და რეგისტრაციის ფორმა დაიხურება დაინტერესებული კლუბების რაოდენობის შევსებისთანავე.
