ოკუპირებული ტერიტორიის მიმდებარედ ხანძარი გაჩნდა.
სოფელ ქარძმანის მიმდებარედ, საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძარი ქართველი მეხანძრე-მაშველებისა და პოლიციელების აქტიური ძალისხმევის შედეგად ლიკვიდირებულია.
ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ჩართულობით, ე.წ. ცხელი ხაზის მეშვეობით, ცენტრალური ხელისუფლებისა და საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებს შორის აქტიური კომუნიკაცია შედგა.
შედეგად, სოფ. ქარძმანის მიმდებარედ მცხოვრები ადგილობრივების დახმარებისა და ხანძრის ლოკალიზების მიზნით, საოკუპაციო ხაზთან, შეტყობინების მიღებიდან რამდენიმე წუთში ქართული სახანძრო-სამაშველო ძალებისა და პოლიციის მობილიზება მოხდა.
ადგილზე, მობილიზებული იყო 2 სამაშველო ჯგუფი და 11 მეხანძრე-მაშველი.
ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.