LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საზოგადოების დაკვეთაა პარლამენტი ქუთაისში დარჩეს – გრიგოლ ვაშაძე

44032450_789534634727183_855865765230804992_o

საზოგადოების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დაკვეთა, პარლამენტის შენობის ქუთაისში დარჩენაა – ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის “ძალა ერთობაშიას” საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მან ეს კომენტარი პარლამენტის ქუთაისიდან შესაძლო გადატანის საკითხთან დაკავშირებით გააკეთა.

მანვე აღნიშნა, რომ ერთპიროვნული მმართველობა უნდა დასრულდეს, რომ დემოკრატიული ინსტიტუტები ბოროტად არავინ გამოიყენოს და ქვეყანა ისევ განვითარების გზაზე დადგეს.

„საპრეზიდენტო არჩევნები ფაქტობრივად გადაიქცა რეფერენდუმად იმაზე, თუ რა მომავალი ელოდება საქართველოს. ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დაკვეთაა, რომ პოლიტიკური ინსტიტუტები, განსაკუთრებით პარლამენტი დარჩეს ქუთაისში. ეს არ არის მარტო ქუთაისელების და თქვენი მონამორჩილის აზრი, ამაზე თბილისშიც, გურიაშიც და სამეგრელოშიც ბევრი ადამიანი საუბრობს, რადგან ეს ქალაქი მართლაც ამისთვის არის შექმნილი. ასე რომ, ვიყოთ წყნარად, მშვიდად და დემოკრატიულად, ჩვენს ქვეყანას დაპირისპირება, შეხლა–შემოხლა და ერთმანეთის შეურაცხყოფა ეყოფა“, – განაცხადა ვაშაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები