ფრაქციამ – „საქართველოსთვის“, პარლამენტში, მინიმუმ 1050-ლარიანი სახელფასო ზღვარის დაწესების თაობაზე საკანონმდებლო ცვლილებები წარადგინა.
მათ პარლამენტში „შრომის კოდექსში“ ცვლილებები წარადგინეს, რომლის მიხედვით, ერთი თვის შრომის ანაზღაურების ოდენობა არ შეიძლება იყოს 1050 ლარზე ნაკლები, საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით.
პროექტის გათვალისწინებით, აღნიშნული ცვლილება შეეხება როგორც სრულ, ასევე არასრულ სამუშაო განაკვეთზე დასაქმებულ პირებს, თუმცა არ შეეხება სტაჟირებასთან, გამოსაცდელ ვადასთან და კონკრეტული სამუშაოს შესრულებასთან დაკავშირებულ შრომით ურთიერთობებს.
ინიციატორთა შეფასებით, მინიმალური ხელფასის დაწესება ხელს შეუწყობს შრომის ბაზარზე ღირსეული პირობების შექმნას, გააძლიერებს სოციალური დაცვის სისტემას და შეამცირებს სიღარიბეს.
