LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რა ურთიერთობის აღდგენაზეა საუბარი, როდესაც გვყავს ე.წ. მთავრობა, რომელიც ოკუპანტს „ოკუპანტს“ არ უწოდებს?“ – ტატა ხვედელიანი რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაზე

108
ტატა ხვედელიანი

„რა თქმა უნდა, ეს განცხადება ყველა იმ განცხადების გაგრძელებაა, რომელსაც ქართული მხარე აწარმოებს დროთა განმავლობაში“, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, ტატა ხვედელიანმა განაცხადა.

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა რუსეთის საგარეო უწყების განცხადება შეაფასა, რომლის თანახმად, „რუსეთსა და საქართველოს შორის პოლიტიკური დიალოგის განახლებისთვის არანაირი წინაპირობა არ არსებობს“:

გურამ მაჭარაშვილი: „ჩვენ დეოკუპაციას ვუჭერდით და მომავალშიც მხარს დავუჭერთ და იმედი გვაქვს, რომ მშვიდობიან ფორმატში მოვახდენთ თანაცხოვრებას აფხაზ და ოს ძმებთან“

„რა თქმა უნდა, ყოველთვის იქნება ნაბიჯები გადადგმული, რომ ის იდეა იქნეს მიღწეული, რასაც ერთიან თანაცხოვრება ჰქვია” – აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.

მისი თქმით, „რა ურთიერთობის აღდგენაზე უნდა იყოს საუბარი როდესაც რუსეთი ოკუპანტი ქვეყანაა და გვყავს ე.წ. მთავრობა, რომელიც ოკუპანტს „ოკუპანტს“ არ უწოდებს“:

„რა თქმა უნდა, ეს განცხადება იმ ყველა განცხადების გაგრძელებაა, რომელსაც ქართული მხარე აწარმოებს დროთა განმავლობაში. ვნახეთ ბოდიშის მოხდის ინიციატივა, ჩორჩანას საქმე, საკუთარი ქვეყნის პრემიერის, საკუთარი გუნდის წევრის დასჯა ამისთვის, რომ გიორგი გახარიამ ქართული მიწა და მოსახლეობა დაიხვა. ამისთვის სჯიან მას და ასევე სჯიან იმისთვის, რომ დღესდღეობით ის “ქართული ოცნების” ყველაზე ძლიერი ოპონენტია და ყველაზე მეტად ეშინიათ მისი. ამ ყველაფრის გაგრძელებაა ის, რომ ოკუპანტი ქვეყანა ასე საუბრობს ჩვენს ქვეყანასთან დაკავშირებით. ეს არის ყველაფერი ის, რაც „ოცნების” პოლიტიკამ მოგვიტანა. რა ურთიერთობის აღდგენაზე უნდა იყოს საუბარი, როდესაც ოკუპანტი ქვეყანაა და გვყავს ე.წ. მთავრობა, რომელიც ოკუპანტს „ოკუპანტს” არ უწოდებს, რომელიც ბოდიშიც ინიციატივით გამოდის, რომელსაც ჰყავს ე.წ. პრემიერ-მინისტრი, რომელიც კონფლიქტის ზონასა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩასული არ არის. რა ურთიერთობების აღდგენაზეა საუბარი?“ – განაცხადა ტატა ხვედელიანმა.

ცნობისთვის, რუსეთის საგარეო უწყება აცხადებს, რომ რუსეთი ამჟამად ვერ ხედავს წინაპირობებს საქართველოსთან პოლიტიკური დიალოგის განახლებისთვის.

„რუსეთსა და საქართველოს შორის პოლიტიკური დიალოგის განახლებისთვის არანაირი წინაპირობა არ არსებობს, რადგან თბილისი სააკაშვილის რეჟიმის დროს გამოხატულ პოზიციას ინარჩუნებს, რომ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებაზე უარის თქმასთან არის დაკავშირებული. ეს არარეალური მოთხოვნაა და საზიანოა თავად საქართველოსთვის. მოსკოვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რესპუბლიკების სახელმწიფოებრიობის აღიარების გადაწყვეტილებები შეუქცევადია“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g