ფიტნეს ინსტრუქტორი და ზუმბას მოცეკვავე მარიამ შარმანაშვილი იწყებს ახალ პროექტს, რომლის „მთავარი მიზანია, რაც შეიძლება მეტმა ქალმა აღმოაჩინოს ზუმბა, როგორც მენტალური და ფიზიკური გაჯანსაღების საუკეთესო წყარო“. პროექტის მიზანზე და დეტალებზე მარიამი საკუთარ „ინსტაგრამ“ გვერდზე წერს და დაინტერესებულ პირებს პროექტში ჩართულობისკენ მოუწოდებს.
„წარმოგიდგენთ ჩემს ახალ პროექტს – „გაბედე ზუმბა“ ❤️💫
რომლის მთავარი მიზანია, რაც შეიძლება მეტმა ქალმა აღმოაჩინოს ზუმბა, როგორც მენტალური და ფიზიკური გაჯანსაღების საუკეთესო წყარო.
რას გულისხმობს პროექტი? პროექტს ორი მთავარი მიმართულება აქვს:
პირველი ✅️
ცნობიერების ამაღლება: ვიწყებ შეხვედრებს კომპანიებსა და სკოლებში, რათა დასაქმებულ ქალებს შევახსენო ფიზიკური აქტივობის მნიშვნელობა და გავაუმჯობესო მათი ცხოვრების ხარისხი
მეორე ✅️
ზუმბა საზღვრებს გარეშე: სპეციალურად შევქმენი ონლაინ პლატფორმა, რომ ვარჯიში ხელმისაწვდომი იყოს ყველასთვის:
💫ემიგრანტებისთვის, რომლებსაც ქართული გარემო ენატრებათ;
💫დედებისთვის და დიასახლისებისთვის;
💫მათთვის, ვისაც რეგიონებში არ აქვს წვდომა დარბაზზე;
💫და მათთვის, ვისთვისაც სახლში ვარჯიში კომფორტია.
გაბედე და შემომიერთდი ❤️💫“, – წერს მარიამი.
