„უინძორების სასახლემ“ მაღალი დონის სახელმწიფო ბანკეტს უმასპინძლა, რომელიც გერმანიის პრეზიდენტის, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერისა და მისი მეუღლის, ელკე ბუდენბენდერის ვიზიტს ეძღვნებოდა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები, ბრიტანული სამეფო ოჯახის წარმომადგენლები და განსაკუთრებული საპატიო სტუმრები.
მათ შორის, ცხადია იყვნენ პრინცი უილიამი და ქეით მიდლტონი, მეფე ჩარლზ III და დედოფალი, კამილა პარკერი, პრინცესა ანა, სუპერმოდელი, კლაუდია შიფერი და დიდი ბრიტანეთის პრემიერი, კირ სტარმერი.
ცხადია, ყველაზე დიდი ყურადღება მომავალმა დედოფალმა, ქეით მიდლტონმა მიიპყრო, რომელსაც უმშვენიერესი ლურჯი კაბა ეცვა.
კიდევ ერთი რამ იყო მის „ლუქში“ განსაკუთრებული, იშვიათმა გვირგვინი, Oriental Circlet, რომელიც დედოფალ ვიქტორიას კოლექციას ეკუთვნის და ყველაზე დიდებულ სამეფო სამკაულად ითვლება, რაც ქეითს ოდესმე უტარებია.
ცნობისთვის, 1853 წელს შექმნილი გვირგვინი ბრწყინვალე ალმასებითა და ლალისფერი ქვებით არის მორთული. ეს დიდებული გვირგვინი დედოფალ ელისაბედ II-ს 2005 წელს, მალტის ვიზიტზე ეკეთა.
ქეით მიდლტონი ზურმუხტისფერ ხავერდის კაბაში, მბზინავ კლატჩითა და „კარტიეს“ ბრილიანტებით
ქეით მიდლტონის სილამაზით აღფრთოვანებული დონალდ ტრამპის ფოტო ვირუსულად ვრცელდება
