ტელეწამყვანი და მსახიობი ნანუკა გულუა გადაცემის „სხვა რაკურსი“ ეთერში იხსენებს ავარიას, რომელშიც სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა.
„მიმეჩქარებოდა სახლში. მოვყევი საშინელ ავარიაში. არც მანამდე და არც მერე მსგავსი რაღაც არ დამმართნია. ცალმხრივ გზაზე მივდიოდი, თამამი მძღოლი ვიყავი და გადასარევად ვმართავდი. ახლა უკვე ვეღარ ვიტყვი ამას. მოხდა ისე რომ ახლოს მივყვებოდი დიდ მანქანას. ეს მანქანა გადავარდა უცებ გზიდან.
მე არაფრის საშუალება არ მომეცა და დავეჯახე წინ მდგომ მანქანას, რომელიც გაჩერებული იყო. ეს ხმა ჩემ ცხოვრებაში არასდროს დამავიწყდება. ეს იყო საშინელი მტვრევის ხმა. მას შემდეგ ვარ ცუდი მძღოლი. ძალიან ნელა დავდივარ. ალბათ გამივლის. როცა ეს მტვრევა მოხდა, ერთადერთი აზრი მქონდა, რომ რა ცუდია ჩემი შვილები გაიზრდებიან და ამას მე ვერ ვნახავ.
მხოლოდ ეს ფიქრი მქონდა. ასევე გავიფიქრე რომ ნინა არ იჯდა მანქანაში სავარძლის გარეშე. მხოლოდ მძღოლის ადგილი იყო დაუზიანებელი. ძალიან ჩაჭყლეტილი იყო ყველაფერი. როცა გადმოვედი მანქანიდან დავინახე ხალხი, რომელთაც ხელი ჰქონდათ აფარებული სახეზე, რადგან ფიქრობდნენ რომ ამ მანქანაში ცოცხალი აღარავინ იქნებოდა. გადმოვედი მანქანიდან, დავინახე სასწრაფო მეორე მხარეს და შევხტი ამ მანქანაში. ყველა კიოდა და ყვიროდა. შოკისგან ვერ ვგრძნობდი ვერაფერს.
იმ წამს ვერაფერს ვერ ვგრძნობდი. ექიმები შოკირებულები იყვნენ. დავწექი ჩემით. პატრული მეკითხებოდა, რომ ფხიზელი ხარო. მე ვეუბნებოდი რომ არ ვიყავი. ისეთი შოკი მქონდა ვერც ვაცნობიერებდი რას ვამბობდი. ექიმმა უთხრა ფხიზელია აბა რა არის ლაქტაციის პროცესშიაო. არ ვიცი რას ვამბობდი. უკვე ცუდად გავხდი ის. მხოლოდ ნაკაწრი და შრამი მაქვს. ღმერთს ვყვარებივარ“, – ისაუბრა ნანუკა გულუამ.
ფოტო, ვიდეო: „ჩემი კირა გაქრისტიანდა! პატრიარქის, ნინიკოს და გუგას ნათლული!“ – ნანუკა გულუა
ფოტო, ვიდეო: „კეთილი ადამიანი“ – ნანუკა გულუა ოჯახურ კადრებს გვიზიარებს
