LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

HBO-ს მიერ გადაღებული ფილმი საქართველოში მოპარულ ბავშვებზე – დღეს ევროპაში „მოპარული ბავშვების“ წინა საპრემიერო ჩვენება გაიმართება

202
მოპარული ბავშვები, პრემიერა

დღეს, ვარშავაში ფილმის – „მოპარული ბავშვების“ წინა საპრემიერო ჩვენება ამერიკულ საკაბელო სატელევიზიო არხების ქსელზე, HBO Max-ზე გაიმართება.

ამის შესახებ ცნობილი HBO Max-ის ანონსიდან ხდება.

მოსალოდნელი წინასაპრემიერო ჩვენების შესახებ ინფორმაცია არაერთხელ გაავრცელა ჟურნალისტმა თამუნა მუსერიძემაც, რომელიც უკვე ვარშავაში იმყოფება.

დოკუმენტური ფილმი ქართველი ჟურნალისტის, არასამთავრობო ორგანიზაცია „ვეძებ“ დამფუძნებლის, თამუნა მუსერიძის მიერ ჩატარებულ გამოძიებას და აღნიშნული არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გამოკვლეული წარსულში მომხდარი, მოპარული ბავშვების რეალურ ისტორიებს ეფუძნება:

„შოკისმომგვრელი დოკუმენტი ახალშობილთა ტრეფიკინგის შესახებ, რომელიც ათწლეულების განმავლობაში აშორებს ოჯახებს დღეს, 5 დეკემბერს, საღამოს 6 საათზე, ფილმის ჩვენება კინოში @watchdocs_festival-ზე და შანსი შეხვდეთ დოკუმენტური ფილმის გმირებს, HBO Max-ზე 12  დეკემბრიდან!“ – ნათქვამია ანონსში, რომელსაც HBO Max ავრცელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g