LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გრიგოლ ვაშაძე – 45%, სალომე ზურაბიშვილი – 55% – ედისონ რისერჩის მონაცემები

57227640-e1543420808468

“რუსთავი 2-მა” „ედისონ რისერჩის” ეგზიტპოლების შედეგები გამოაქვეყნა. ამ ეგზიტპოლის თანახმად, არჩევნებში გირგოლ ვაშაძე იგებს.

შედეგები ასე გადანაწილდა:

სალომე ზურაბიშვილი: 55%, გრიგოლ ვაშაძე: 45%

ეს 17:00 საათის მონაცემებია, რა დროსაც მთელი ქვეყნის მასშტაბით, 1 663 000 ამომრჩეველი იმყოფებოდა საარჩევნო უბანზე.

სალომე ზურაბიშვილმა 914 000 ამომრჩევლის ხმა მიიღო, ხოლო გრიგოლ ვაშაძემ 749 000 ხმა. სხვაობა ორ საპრეზიდენტო კანდიდატის ამომრჩეველს შორის არის 165 000 ხმა.

Edison Research-ის კვლევაში ცდომილება არის პლუს-მინუს 3 პროცენტი.

განსხვავებულია Gallup International-ის შედეგები, აქ სალომე ზურაბიშვილია დაწინაურებული 58%-ით.

შეგახსენებთ, დღეს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა, რომელიც ამომრჩეველთა აქტივობით, პირველ ტურს უსწრებდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები