ლეგენდარული არტისტი, 78 წლის ელტონ ჯონი მუდამ ფორმაშია. მუსიკოსმა „ინსტაგრამზე“ ვიდეო გაავრცელა, რომელმაც სოციალური ქსელები დაიპყრო. ის სამზარეულოში საწმენდი საშუალებებით გახლავთ აღჭურვილი და ღუმელს ენერგიულად წმენდს.
ამ პროცესში ჯონს „გუჩის“ ორეული აცვია, მის „ლუქს“ კი ბუმბულებიანი, ვარდისფერი ხელთათმანები ასრულებს.
ყველაფერი კი მაშინ დაიწყო, როცა ერთ-ერთმა გამომწერმა წინა ვიდეოს ქვეშ კომენტარად დაწერა, რომ მას ღუმელი გასაწმენდი ჰქონდა. კრიტიკამ სერ ელტონზე ნეგატიურად იმოქმედა და მანაც გადაწყვიტა, ყველასათვის ეჩვენებინა, რომ მას სისუფთავე უყვარს.
„მე არასდროს მქონია გასაწმენდი ღუმელი!“, – ამბობს ელტონი ვიდეოში და გულდასმით ასუფთავებს სამზარეულოს.
78 წლის ელტონ ჯონს მეუღლესთან მოგზაურობს დროს, გადაადგილებაში ეხმარებიან
„ვერ ვკითხულობ… ვეღარ ვხედავ“ – 78 წლის ელტონ ჯონის სულისშემძვრელი ინტერვიუ

