ქართველი მომღერალი ლიზი გოზალიშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს ვიდეოს, რომელიც ქუჩაში გამვლელმა გადაუღო. ვიდეოში ლიზი მაიკლ ჯექსონის სიმღერას ქუჩაში ასრულებს.
„როდესაც მეგობართან ერთად ქუჩაში მიდიხარ და უეცრად ქუჩაში მის პერფორმანს გადააწყდები“ – წერს ვიდეოს ავტორი.
ვიდეო დიუსელდორფის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზეა გადაღებული.
