LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეს საქართველოში „საბავშვო ევროვიზია 2025“ გაიმართება

293
ანიტა აბგარიანი

დღეს, 13 დეკემბერს, თბილისში „საბავშვო ევროვიზია 2025“ გაიმართება. საქართველოს უკვე ორი კვირაა, სტუმრობს 17 ქვეყნის დელეგაციები. „საზოგადოებრივი მაუწყებლისა“ და საქართველოს კულტურის სამინისტროს ერთობლივი ძალისხმევით, ღონისძიების თბილისში ჩასატარებლად რამდენიმეთვიანი სამზადისი მიმდინარეობდა.

საქართველომ „ევროვიზიის“ მასპინძლობის შესაძლებლობა მას შემდეგ მოიპოვა, რაც წინა წელს კონკურსის გამარჯვებული ანდრია ფუტკარაძე გახდა.

საბავშვო ევროვიზია 2025“-ში საქართველოს სახელით მონაწილეობს მუსიკალური ტელეკონკურსის, „რანინას“ გამარჯვებული, ანიტა აბგარიანი, რომელიც შეასრულებს სიმღერას SHINE LIKE A STAR. სიმღერის ავტორი გახლავთ გიგა კუხიანიძე.

საქართველო ამ დრომდე „საბავშვო ევროვიზიის“ რეკორდსმენია, ჯამში 4 გამარჯვებით.

საბავშვო ევროვიზია 2003 წელს დააფუძნა European Broadcasting Union (EBU)-მ, როგორც საბავშვო ვერსია უკვე ყველასთვის ცნობილი Eurovision Song Contest-ისა.

კონკურსის მთავარი იდეა იყო: 9–14 წლის ბავშვებისთვის უსაფრთხო და მასშტაბური საერთაშორისო სცენის შექმნა, ახალი ავტორებისა და კომპოზიტორების მხარდაჭერა, კულტურული მრავალფეროვნების და ბავშვების შემოქმედებითი თავისუფლების წახალისება. ფორმატი წლების განმავლობაში რამდენჯერმე შეიცვალა, თუმცა მთავარი პრინციპი უცვლელი დარჩა — მთავარია ბავშვის ხმა, ნიჭი და ემოცია…

ევროპის ყველაზე დიდ საბავშვო მუსიკალურ კონკურსში მონაწილეობას მიიღებენ შემდეგი ქვეყნები: RTSH (ალბანეთი); AMPTV (სომხეთი); Ictimai (აზერბაიჯანი); HRT (ხორვატია); CyBC (კვიპროსი); France Télévisions (საფრანგეთი); საზოგადოებრივი მაუწყებელი (საქართველო); TG4 (ირლანდია); Rai (იტალია); PBS (მალტა); RTCG (მონტენეგრო); AVROTROS (ნიდერლანდები); MKRTV (ჩრდილოეთ მაკედონია); TVP (პოლონეთი); RTP (პორტუგალია); SMRTV (სან მარინო); RTVE (ესპანეთი); Suspilne (უკრაინა).

2025 წლის „საბავშვო ევროვიზიის“ სიმღერის კონკურსი გაიმართება 13 დეკემბერს, შაბათს, 20:00 საათზე, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში. ღონისძიებას ჟურნალისტი ლიზა წიკლაური და პიანისტი დავით ალადაშვილი გაუძღვებიან. პირდაპირ ტრანსლაციას ღონისძიების მასპინძელი, საზოგადოებრივი მაუწყებელი შემოგთავაზებთ.

magti 5g