LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო/ვიდეო: „რა ქნას მეტი ამ პატარა გოგომ…“ – ანიტა აბგარიანი დღეს ჟიურის წინაშე წარდგება

429
68f23c6b-84e1-4a80-ad8c-4be01e87a0c3

საბავშვო ევროვიზია 2025 ოლიმპიურ სოფელში 13 დეკემბერს გაიმართება, თუმცა უკვე დღეს 18 ქვეყნის მონაწილეები ჟიურის წინაშე გენერალურ რეპეტიციაზე წარდგებიან და ზუსტად იგივე შოუ გაიმართება, რაც ხვალ არის დაგეგმილი.

აღსანიშნავია, რომ „საბავშვო ევროვიზიაზე“ ხმის მიცემა დღეს ღამის 12 საათზე გაიხსნება. ევროვიზიაზე ორივე მნიშვნელოვანია, ჟიურის ქულებიც და მაყურებლის მიერ მიცემული ხმებიც, ვინაიდან გამარჯვებული ორივეს დაჯამების შედეგად ვლინდება.

ანიტა აბგარიანმა უკვე გაიარა პირველი რეპეტიციები, თუმცა დღეს შოუს გენერალური რეპეტიცია. საქართველოს წარმომადგენელი ჟიურის წინაშე მე-15 ნომრად წარდგება და შეასრულებს გიგა კუხიანიძის სიმღერას – Shine Like A Star.

მისი რეპეტიციიდან კადრები გააზიარა კომპოზიტორმა გიგა კუხიანიძემ და აღნიშნა:

„მეტი რა ქნას ამ პატარა გოგონამ, ანიტა, მიყვარხარ…“

magti 5g