ინდოეთში, უტარ-პრადეშის შტატში მასობრივი ქორწილის სტუმრებს ხემსის გამო ჩხუბი მოუვიდათ. ამის შესახებ გამოცემა Mothership იუწყება.
საქმე ისაა, რომ ქორწილის ორგანიზატორი ხელისუფლება იყო და ერთდროულად 383 წყვილის შეუღლებას აღნიშნავდნენ. ტრადიციულად, მსგავსი ღონისძიებები ტარდება, რათა დაბალშემოსავლიან ოჯახებს ქორწილის ხარჯებში დაეხმარონ. თუმცა 25 ნოემბერს გამართული ცერემონია სადღესასწაულო ატმოსფეროდან დიდ არეულობაში გადაიზარდა.
ცერემონიის დასრულების შემდეგ, სპორტული არენის თანამშრომლებმა, სადაც ქორწილი ტარდებოდა, სტუმრებს სნექები და ჩიფსები დაურიგეს. სწორედ ამ დროს დაიწყო დაპირისპირება.
მოწმეების თქმით, ხალხმა ჩხუბი უფასო ხემსის ხელში ჩასაგდებად დაიწყო, ჩიფსებს ტანსაცმლის ქვეშ მალავდნენ, ზოგს კი საერთოდ ყუთებით გაჰქონდა დარბაზიდან. არეულობის შედეგად რამდენიმე ადამიანმა სერიოზული დაზიანებები მიიღო, ხოლო ერთ ბავშვს ცხელი ჩაი გადაასხეს.
აღსანიშნავია, რომ ინციდენტის დროს ადგილზე არ იმყოფებოდნენ სახელმწიფოს წარმომადგენლები, რომლებიც ჩხუბის შეჩერებას შეძლებდნენ.