რამდენიმე წუთი საბავშვო ევროვიზიის ფინალურ შოუმდე – კონცერტი 20:00 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
„საბავშვო ევროვიზია 2025“-ში საქართველოს სახელით მონაწილეობს მუსიკალური ტელეკონკურსის, „რანინას“ გამარჯვებული, ანიტა აბგარიანი, რომელიც შეასრულებს სიმღერას SHINE LIKE A STAR. სიმღერის ავტორი გახლავთ გიგა კუხიანიძე.
ფინალურ შოუმდე რამდენიმე წუთით ადრე ანიტა აბგარიანმა რადიოჰოლდინგ „ფორტუნასთან“ საკუთარ ემოციებსა და მოლოდინებზე ისაუბრა:
„როდესაც გავიგე, რომ საქართველო უნდა წარმედგინა საბავშვო ევროვიზიაზე, შოკში ვიყავი, ყველანაირი ემოცია მქონდა და ძალიან გამიხარდა.
უკვე დავუმეგობრდი კონკურსის სხვა მონაწილეებს. ყველაზე მეტად დავუმეგობრდი გონსალოს, რომელიც ესპანეთიდან არის.
ძალიან კარგი მოლოდინები მაქვს. იმედია ყველაფერი კარგად ჩაივლის. მე ჩემს მაქსიმუმს გავაკეთებ, რომ კარგად ვიმღერო და წარვადგინო საქართველო საბავშვო ევროვიზიაზე. დანარჩენის უკვე ჟიურის ქულებზე და ხალხის მხარდაჭერაზეა დამოკიდებული“, – განაცხადა ანიტა აბგარიანმა „ფორტუნასთან“.
რაც შეეხება იმას, თუ როგორ შეუძლია გულშემატკივარს ხმის მიცემა:
„საქართველოს წარმომადგენლისთვის, ანიტა აბგარიანისთვის ხმის მიცემა შესაძლებელია საქართველოდან და მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან ![]()
გადადით ბმულზე
https://vote.junioreurovision.tv![]()
ამისთვის საჭიროა, უყუროთ მოკლე ვიდეოკოლაჟს, აირჩიოთ საქართველო და კიდევ ორი ნებისმიერი ქვეყანა, და დააჭიროთ ხმის მიცემის ღილაკს ![]()
ამის შემდეგ მარტივ მათემატიკურ მოქმედებას შეასრულებთ (მაგ. 1+2; 4-3) და დააჭერთ დადასტურების ღილაკს ![]()
ხმის მიცემა დროებით დასრულდება დღეს, 20:00 საათზე, როდესაც კონკურსის პირდაპირი ტრანსლაცია დაიწყება ![]()
თვრამეტივე მონაწილის გამოსვლის შემდეგ ხმის მიცემა 15 წუთით ისევ განახლდება, რა დროსაც თქვენ ისევ შეძლებთ მეორედ ხმის მიცემას ![]()
ხმის მიცემა შესაძლებელია 1 ტელეფონიდან და 1 კომპიუტერიდან მხოლოდ ერთხელ ![]()
გამარჯვებული მაყურებლისა და ჟიურის დაჯამებული ქულების რაოდენობით გამოვლინდება ![]()
დღეს ფინალური შოუს პირდაპირ ტრანსლაციას ღონისძიების მასპინძელი, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი შემოგთავაზებთ
“, – წერს Eurovision Georgia.
ყველა სიახლეს საბავშვო ევროვიზიის შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.
