მომღერლებმა – ნინი შერმადინმა და ნინი წიკლაურმა მსმენელს საახალწლო დუეტი წარუდგინეს.
კომპოზიციის სახელწოდებაა „თოვს“ და მისი პრემიერა „იუთუბის“ არხზე რამდენიმე საათის წინ შედგა.
სიმღერის მუსიკის და ტექსტის ავტორი თავად ნინი წიკლაურია. არანჟირების ავტორი ბორიკო შხიანი, ანიმაცია კი ლუკა კერატიშვილს ეკუთვნის.
„და აი ისიც!!! ჩემი და ნინის საახალწლო სიმღერა. შემოგვიერთდით და ერთად შევქმნათ საახალწლო განწყობა. შევხვდეთ შობას ახალი სიმღერით – „თოვს“. სითბოთი, სიყვარულით და მუსიკით სავსე შობა გველის…
საახალწლო სიმღერა, რომელიც სითბოს, სიყვარულისა და ახალი წლის განწყობას ქმნის. სიმღერა აერთიანებს გულწრფელ ემოციას, ქმნის იმ ატმოსფეროს, რაც ახალი წლის მოლოდინს განსაკუთრებულს ხდის“, – წერს ნინი შერმადინი სოციალურ ქსელში.
