ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის პროექტი „ასე მღერიან საქართველოში“ თამრიკო გვერდწითელის მორიგ ვიდეოს ავრცელებს, რომელმაც მაყურებელში ზღვა ემოცია გამოიწვია.
ლეგენდარული მომღერლის შესრულებას სოციალურ ქსელში არაერთი დადებითი გამოხმაურება მოჰყვა.
მაყურებლების შეფასებით, გვერდწითელის ხმა და ემოციური შესრულება კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ რატომ რჩება იგი ქართული მუსიკალური სცენის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ფიგურად.
