LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: შალვა ამონაშვილი ერთგულებასა და სიყვარულზე – „ერთგული უნდა იყო ქალისა… სიყვარულსა და ერთგულებაში დაბადებული ბავშვი სხვანაირი გაგვეზრდება…“

129
შალვა ამონაშვილი

სოციალურ ქსელებში ვრცელდება ამონარიდი YouTube-ჩანაწერიდან, გადაცემიდან „მამების დრო“, რომლის სტუმარიც ფსიქოლოგი და პედაგოგი შალვა ამონაშვილი იყო. გადაცემაში ამონაშვილი ოჯახურ ღირებულებებზე, მეუღლისადმი დამოკიდებულებასა და ერთგულების მნიშვნელობაზე საუბრობს.

მისი თქმით, ადამიანი უნდა გვიყვარდეს როგორც ღვთის შვილი და არა მხოლოდ სოციალური როლის მატარებელი. ამ კონტექსტში ამონაშვილი აღნიშნავს, რომ ცოლი „მხოლოდ ცოლი არ არის, არამედ უფლის შვილი“, ხოლო ადამიანისადმი უპატივცემულობა, მისი შეფასებით, ღმერთისადმი უპატივცემულობასაც ნიშნავს.

შალვა ამონაშვილი ასევე შეეხო ერთგულების თემას და აღნიშნა, რომ ეს საკითხი ხშირად რთულია კაცებისთვის.

„თუ გვეყვარება ადამიანი, როგორც ღვთის შვილი, ცოლი, მარტო ცოლი კი არ არის, უფლის შვილია, თუ მე ის აღარ მიყვარს, მაშინ უფალიც არ მიყვარს… თუ ადამიანს პატივს არ სცემ ე.ი იმ წამს შენ ღმერთსაც არ სცემ პატივს… მეორე პირობაც არის, რაც კაცებს უჭირთ დაიცვან, ერთგული უნდა იყო ქალისა… რასაკვირველია არის ეგეთი რაღაც, გარბის, გამორბის, რაღაცას დაეძებს სულ, ქართული სიმღერის არ იყოს, ასეთია კაცის გულიო, რა გინდ კარგი ცოლი ჰყავდეს, მაინც მოუნდება სხვისაო… მე რომ ამას ვამბობ, არ ნიშნავს რომ ეგეთი წმინდანი ვარ, ცუდები მაქვს, მაგრამ არ მინდა ეს ცუდები ჰქონდეს მამას… ბავშვი რომ იბადება ამ სიყვარულსა და ერთგულებაში, ის სხვანაირი გაგვეზრდება…“, – აღნიშნავს შალვა ამონაშვილი.

იხილეთ ვრცლად

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g