LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

WIZZ AIR-მა 30 მილიონი ევროს ღირებულების ახალი ტრენინგ ცენტრი გახსნა

Wizz Air repülőgép szimulátor bemutatása

ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდმა და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის წამყვანმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Wizz Air-მა დღეს ახალი, 3,800 კვადრატულ მეტრზე განლაგებული, უახლესი ტექნოლოგიის ტრენინგ ცენტრი ბუდაპეშტში გახსნა.

”აღნიშნული სიახლე ავიაკომპანიის ისტორიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიღწევას წარმოადგენს. ევროპის ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე საავიაციო სასწავლო ცენტრი აღჭურვილია ეარბას A320 ტიპის CAE 7000XR სერიის ავიახომალდის სრული ფრენის ორი სიმულატორით. ტრენინგ ცენტრში ხელმისაწვდომი იქნება TFC-ის საავარიო სიტუაციებში ევაკუაციისა და Flame Aviation-ის V9000  ტიპის უახლესი ტექნოლოგიის ხანძარსაწინააღმდეგო სასწავლო ტექნიკა ბორტგამყოლთა მოსამზადებლად. ახლი ცენტრი იქნება ინტეგრირებული დაწესებულება, სადაც ყველა პილოტისა თუ ეკიპაჟის წევრის გადამზადებისთვის საჭირო ტრენინგები განხორციელდება”, – აცხადებენ ავიაკომპანიაში.

მათივე ცნობით, რეგიონის უახლეს ტრენინგ ცენტრს ყოველდღიურად Wizz Air-ის მსოფლიო ქსელში დასაქმებული 300-მდე ადამიანის გადამზადების რესურსი აქვს. ცენტრში შესაძლებელია საკლასო ტრენინგების ჩატარება, ასევე ხელმისაწვდომია ფრენისა და თვითმფრინავის სალონში მუშაობისთვის მოსამზადებლად საჭირო სიმულატორებიც. ტრენინგ ცენტრის ფუნქციებში მოიაზრება როგორც პირველადი და პერიოდული მომზადების კურსების, ასევე გამოცდილი საფრენოსნო ეკიპაჟის გადამზადებისთვის საჭირო ტრენინგების განხორციელება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g