ქართველი სპორტსმენის და ჩოგბურთელის ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი ცოლი, მოდელი და ინფლუენსერი ნეკა დოროყაშვილი სტუმრად „მადის აღმძვრელ პოდკასტში“ იმყოფებოდა.
მან ყოფილ მეუღლესთან ურთიერთობაზე ისაუბრა.
„მე და ნიკას დღეს გვაქვს ცივილური, კარგი, ნორმალური ურთიერთობა, როგორც ნორმალურ ადამიანებს შეეფერება. ეს ყველა ასპექტში კარგია, როცა ადამიანს შეუძლია ცივილიზებულად იყვნენ ბედნიერები. მე ვარ ქალი, რომელიც ღირებულებებს არ ღალატობს! ჩემს გასაღებს არასდროს ვკარგავ.
ძალიან ბევრს ეს აღიზიანებს, განსაკუთრებით ისეთ კაცებს, რომლებსაც ჰგონიათ, რომ ფულით ყველაფერს იყიდიან. მე მომწონს კაცები, რომლებსაც შეუძლიათ დააფასონ წარმატებული ქალი. სიყვარული არის ნდობა, გულწრფელობა, პატივისცემა და არჩევანი ყოველდღიური.
როცა წყვილის ურთიერთობა ყოველდღე იზრდება, როცა ორივე ერთმანეთს ირჩევს ყოველდღე, როცა პატივს სცემს და ნდობა აქვს – ეს არის სიყვარული ჩემთვის. მე მჭირდება კაცი, რომელიც გადაღებამდე თმას ჩამიწნის და არა ის, რომ დაურეკავ და აუ, კანადაში გადამაფრინე“, – ამბობს ნეკა დოროყაშვილი.
