LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ChatGPT-ში რეკლამების ტესტირება იწყება 

127
ChatGPT

ამერიკულმა კომპანიამ OpenAI, მოგების გასაზრდელად, ორი მნიშვნელოვანი სიახლე დააანონსა – ChatGPT-ში რეკლამების ტესტირების დაწყება და ახალი, დაბალფასიანი სააბონენტო ვერსიის ChatGPT Go გლობალურად ამოქმედება.

როგორც OpenAI-ში აცხადებენ, რეკლამები ეტაპობრივად მხოლოდ ChatGPT-ის უფასო ვერსიასა და ChatGPT Go-ში გამოჩნდება, ჩათის ბოლოში ბმულის სახით.

OpenAI-ის ცნობით, რეკლამები არ გამოჩნდება მგრძნობიარე თემებზე, მათ შორის ჯანმრთელობასთან, მენტალურ ჯანმრთელობასთან ან პოლიტიკასთან დაკავშირებულ ჩათებში. ასევე, რეკლამები მხოლოდ 18 წელს გადაცილებული მომხმარებლებისთვის იქნება განკუთვნილი.

რაც შეეხება ChatGPT Go-ს, ის პირველად ინდოეთში, 2025 წლის აგვისტოში გაეშვა, ახლა კი გლობალურად, მათ შორის აშშ-ში გახდება ხელმისაწვდომი. მისი ღირებულება თვეში 8 დოლარია.

ChatGPT Go მომხმარებლებს სთავაზობს: უფასო ვერსიასთან შედარებით 10-ჯერ მეტ შეტყობინებას; ფაილების ატვირთვისა და გამოსახულებების გენერირების გაზრდილ ლიმიტს; GPT-5.2-ის შეუზღუდავ გამოყენებას (უფრო სწრაფი პასუხებით); უფრო ფართო მეხსიერებასა და კონტექსტის ფანჯარას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g