LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სირიაში პანკისელი ადამ გუმაშვილის დაღუპვა ოჯახმა დაადასტურა

pankisi

სირიაში პანკისელი ადამ გუმაშვილის დაღუპვა ოჯახმა დაადასტურა. ადამ გუმაშვილმა 5 წლის წინ დატოვა ხეობა. ის ტერორისტული ორგანიზაცია “ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში იბრძოდა.

44 წლის ადამ გუმაშვილი ხეობაში ცნობილი მწერლის და უხუცესთა საბჭოს ყოფილი თავჯდომარის, სულეიმან გუმაშვილის შვილია. მისი დაღუპვის შესახებ ცნობა ერთი წლის წინ გავრცელდა, თუმცა ოჯახმა მაშინ ეს ინფორმაცია არ დაადასტურა.

გავრცელებული ინფორმაციით, ადამ გუმაშვილი სირიაში “ისლამური სახელმწიფოს” ერთ-ერთი დაჯგუფების ლიდერად ითვლებოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g