LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„აუცილებელია ვიცოდეთ, რა წარმოქმნის ფასნამატის აუცილებლობას, რომელიც ასე მძიმე ტვირთად დააწვა მოსახლეობას, ხომ არ არის ეს საბოტაჟი? ან, იქნებ, მექანიზმები არსებობს, რომელიც ამ პრობლემას დაძლევს“ – ვოლსკი პრემიერის ინიციატივაზე

112
გიორგი ვოლსკი

პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ, სასურსათო პროდუქტებზე ფასების შემცირებასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის ინიციატივაზე ისაუბრა.

მმართველი გუნდის წევრის განმარტებით, აუცილებელია იმ მარშრუტის ზედმიწევნით ცოდნა, რომელსაც საქონელი დახლებამდე გადის, რათა გაირკვეს, თუ რა წარმოქმნის იმ ფასნამატს, რაც მოსახლეობას მძიმე ტვირთად აწევს.

„აუცილებელია, ზედმიწევნით ვიცოდეთ რეალური მდგომარეობა და ზედმიწევნით ვიცოდეთ ის მარშრუტი, რომელსაც საქონელი გადის ბაზებიდან, საიდანაც მოედინება დახლებამდე და რა წარმოქმნის ფასნამატის აუცილებლობას, რომელიც ასე მძიმე ტვირთად დააწვა მოსახლეობას, ხომ არ არის ეს განგებ მოგონილი საბოტაჟი. ან, იქნებ, რაიმე მექანიზმები არსებობს, რომელიც ამ პრობლემას დაძლევს. მე ვფიქრობ, რომ თავად საკითხის შესწავლის დაწყება, რომელიც პრემიერმა დააანონსა, გულისხმობს იმას, რომ არსებობს გარკვეული რესურსები და რეზერვები, იმისთვის, რომ საზოგადოებას მძიმე ტვირთი მოვუხსნათ მთელი რიგი მიმართულებებით“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g