ქართული კინოს ლეგენდა, ავტორი ფილმებისა, რომლებმაც ქართული კინოს ახალი ეტაპი შექმნა, დღეს, 26 იანვარს, 93 წლის გახდებოდა.
ჟურნალისტი ზაკ მირიანაშვილი სოციალურ ქსელში დიდ რეჟისორთან ბოლო შეხვედრასა და იმ გზას იხსენებს, რომელიც ელდარ შენგელაიამ საკუთარი თვითმყოფადობის დასამკვიდრებლად განვლო.
„თქვენთან ვიყავი როცა
ერთხელ მითხრა მანამდე სულ ნიკოლოზ შენგელაიას და ნატო ვაჩნაძის შვილი ვიყავი, მერე გიორგის იღებდნენ კინოში და გიორგი შენგელაიას ძმა ვიყავი, არიადნა შენგელაიაზე დავქორწინდი და არიადნას ქმარი ვიყავი… მე არსად ვიყავი სანამ “არაჩვეულებრივი გამოფენა” არ გადავიღეო – ხოდა მერე იმ მარმარილოსგან გააკეთა გაზაფხული, ქართული კინოს გაზაფხული.
“არაჩვეულებრივ გამოფენას” ია-ვარდით მოფენილი გზა არ ჰქონია… გურამ ასათიანმა მწარედ გააკრიტიკა, არ სწყენია, წყენა გულში რომ დაეტოვებინა ხომ ელდარი არ იქნებოდა… მაგრამ გაუხარდა როცა დრო გავიდა და ასათიანმა მოუბოდიშა, რამდენიმე წლის მერე რომ ვნახე სულ სხვა სიღრმეები დავინახე ამ ფილმში, თურმე ზოგჯერ კრიტიკოსი არ არის მზად ფილმის მისაღებად და ეს რეჟისორის პრობლემა არ არისო…
მერე მამის ოცნებაც აისრულა და “სამანიშვილის დედინაცვალი” დადგა – როცა ელდარის სამანიშვილს ვუყურებ მე მასში კოტე მარჯანიშვილის სამანიშვილსაც ვხედავ, სადაც რეჟისორის ასისტენტი ნიკოლოზ შენგელაია იყო…
ბოლო ინტერვიუზე რომ შევხვდი ყველაზე მეტად რომელი ფილმი გიყვართთქო, ვკითხე, არასდროს გაგრძნობინებდა რომ სულელური შეკითხვა დაუსვი… იცი რა გითხრა?! ფილმები შვილებივით არიანო… მაგრამ ეს იცი რა გითხრა ყველაფერს იტევდა
ხშირად რომელს უყურებთთქო და “შერეკილები” და “ცისფერი მთები” დამისახელა… თქვენ ხომ ზუსტად იცით რომ თქვენი ფილმები სულ იქნებიანთქო – აქაც, ზუსტად იცოდა პასუხი, მაგრამ ბოლომდე ჰქონდა დამახასიათებელი თავმდაბლობა და მიპასუხა: არ ვიცი, დრო გადის, ახალგაზრდები უკეთეს ფილმებს გადაიღებენო – აქაც გზა ახალგაზრდებს დაუთმო, როგორც ბიძია ბაბუა ერთაოზს ასწავლის და სჩუქნის ფრთებს… მიდით, ერთაოზ!!!
ჰოდა, მისი ნაჩუქარი ფრთები სულ იშრიალებს ქართულ კინოში.
14 წლის ვიყავი, როცა მისმა სიკეთემ და გულისხმიერებამ პირველად მაფიქრებინა რომ კინო შეიძლებოდა მესწავლა. ბოლოს რომ შევხვდით და მე დედამისის წერილი დავუბრუნე, მითხრა ბარი-ბარში ვართო ![]()
ამ დღეს დაიბადა ელდარ შენგელაია“, – წერს ზაკ მირიანაშვილი.
