LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დედა მოუკვდა პატარა ანგელოზს და ჯერ არაფერი იცის, ვერ ხვდება სად გაუფრინდა მისი დედიკო“ – აჭარაში საკუთარ დაბადების დღეზე ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა

10825
BeFunky-collage123412 3 4sdf (48)

აჭარაში, საკუთარ დაბადების დღეზე ახალგაზრდა ქალი – თამო დოლიძე გარდაიცვალა. ამის შესახებ მისი ახლობლები და მეგობრები სოციალურ ქსელში წერენ.

როგორც ირკვევა თამო 31 იანვარს 29 წლის გახდა. მას ერთი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს.

„დედა მოუკვდა ამ ანგელოზს და ჯერ არაფერი იცის, ვერ ხვდება სად გაუფრინდა მისი დედიკო.
თამრო დოლიძე 29 წლის გახდა დღეს, 31 იანვარს, თამარობას და საკუთარ დაბადების დღეზე გარდაიცვალა.

გარდაიცვალა თამრო დოლიძე, 29 წლის. გლოვობს ჩემი ბათუმი, მეჯინისწყალი. დაბადების დღე ჰქონდა — რა უბედურება დატრიალდა.
შეგრცხვეს სიკვდილო, დაგვანებე თავი ცოტახანი. რატომ წადი იქ, საიდანაც არ ბრუნდებიან, ასეთი უსასრულობა როგორ მოგაწერა ცხოვრებამ.

სიტყვები ზედმეტია, ისეთი ტკივილია.

„შოთო სიხარულიძე — ქართველი ემიგრანტები, ემიგრანტების არხი“ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს, თანაუგრძნობს და სამძიმარს უცხადებს ოჯახსა და ახლობლებს. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი ლამაზი სული.

ასეთი ახალგაზრდა… პატარა დროა ბედნიერებისთვის. ალბათ განგებამ შენთვის მეტი ვერ გაიმეტა, ჩვენო უკეთილშობილესო.

მეხის გავარდნას ჰგავს შენი უეცარი გარდაცვალება. მუდმივად კეთილშობილური განწყობის გამომსახველი თვალები, მუდამ ღიმილიანი სახე, მორიდებული ყველას მიმართ, წყნარი და მოკრძალებული. შენ მხოლოდ სიკეთის თესვა შეგეძლო. სიცოცხლეს შეჰხაროდი, ყველასგან სიყვარულს და საუკეთესო სურვილებს იღებდი. ასე იცხოვრე.

ჩვენთვის ძნელია იმასთან შეგუება, რომ შენ აღარა ხარ ჩვენს გვერდით. რა იყო ეს ბედისწერა? ცრემლით და დიდი ტკივილით უზომოდ მოგვენატრება შენი გულიანი ღიმილი და ტკბილი საუბარი.

ხალხო, ასეთ შვილს მიწაში რომ ჩადებს ის დედა და მამა, რანაირად უნდა ანუგეშო, რით უნდა დაამშვიდო.

ეს არის ტკივილი, რომელსაც არც სახელი აქვს, არც საწყისი და არც დასასრული — ტკივილი, რომელიც მიწიდან იწყება და ზეცას უერთდება. ვზივარ თავზარდაცემული, გაყინული, იმ ტკივილს განვიცდი, რომელმაც წაართვა ამ ქვეყნად ყველაზე ლამაზი და ბედნიერი შვილი დედას და მამას. სად მიდიან ეს სიცოცხლით გაუმაძღარი ახალგაზრდები, ეს ანგელოზები — ალბათ იქ, სადაც არ არსებობს დრო, სადაც მარადიული სიცოცხლეა, სადაც ბევრი ჩვენიანია… გულში ჩაგიკრავენ, მოგიშუშებენ შენს ნაიარევს.

დედამიწაზე ამ ნაიარევს არცერთი წამალი არ შველის.
გამოინახება რაიმე სანუგეშებელი სიტყვები შენი დედისთვის?“, – წერს სოციალურ ქსელში შოთო სიხარულიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g