LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოფელ ბარჯაში კლდოვანი მასა ჩამოიშალა – შემთხვევის ადგილიდან კადრები ვრცელდება

141
კლდოვანი მასა ჩამოიშალა

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 52-ე კმ-ზე, სოფელ ბარჯაში კლდოვანი მასა ჩამოიშალა.

გზების დეპარტამენტის ცნობით, კლდის მასის ჩამოსვლის გამო დროებით იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

უწყების ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და მოძრაობის მაქსიმალურად მოკლე ვადებში აღდგენის მიზნით ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.

🔵 შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 52-ე კმ-ზე (სოფ. ბარჯაში) ადგილზე…

Posted by საავტომობილო გზების დეპარტამენტი on კვირა, 08 თებერვალი, 2026

სოფელ ბარჯაში კლდოვანი მასის ჩამოიშლის კადრები ვრცელდება სოციალურ ქსელში. ვიდეოს ბექა ჯაჭვლიანი აქვეყნებს.

Posted by ბექა ჯაჭვლიანი on კვირა, 08 თებერვალი, 2026
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g