ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ახალი მუსიკალური პროექტის – „ასე მღერიან საქართველოში“ გასულ ეპიზოდში მომღერალ თამარ გვერდწითელის ბენეფისი შედგა.
ტელეპროექტში თამარ გვერდწითელმა შეასრულა როგორც საკუთარი, საავტორო კომპოზიციები, ასევე სხვადასხვა ლეგენდარული კომპოზიტორების სიმღერები, რომლებსაც მომღერალი წლების განმავლობაში ასრულებდა.
მომღერალმა ასევე იმღერა მის შემოქმედებაში ერთ-ერთი გამორჩეული სიმღერა „საქართველო“, რომლის მუსიკისა და ტექსტის ავტორი თავად თამარ გვერდწითელია.
„ნიჭის ზეიმი“, „შეუდარებელია“, „სასწაულია“, „განსაკუთრებული შემსრულებელი“, „საოცარი მოსასმენია“, „დავტკბი საოცარი ხმით და შესრულებით“, „განუმეორებელი“, – აღნიშნავენ სოციალური ქსელის მომხმარებლები ვიდეოს კომენტარების ველში.
