,,ოსკაროსანი” რეჟისორი, კამერონ კროუ ჯონი მიტჩელის შესახებ ბიოგრაფიულ ფილმს გადაიღებს. მომავალი ბიოპიკის სცენარისტი, თავად საკულტო კომპოზიტორი იქნება, რომელიც ამჟამად 82 წლისაა.
ოფიციალური ინფორმაციით, მუსიკოსის გვიან პერიოდს მომავალ პროექტში, მერილ სტრიპი განასახიერებს, ახალგაზრდა ჯონის როლისთვის კი, ანია ტეილორ-ჯოის კანდიდატურა განიხილება.
ცნობილი გახდა, რომ კინოსურათი მეტწილად მიტჩელის მონათხრობს დაეფუძნება, რათა მისი ცხოვრება ნაჩვენები მისივე პერსპექტივიდან იყოს. სიუჟეტი ყურადღებას იმ მოვლენებსა და ადამიანებზე გაამახვილებს, რომელთაც მის კარიერასა და შემოქმედებაზე გავლენა მოახდინეს.
აღსანიშნავია, რომ ბიოპიკი მრავალი წლის განმავლობაში მზადდებოდა, რის გამოც მიტჩელის ცხოვრების ეკრანიზაციას დიდი კულტურული და მუსიკალური ინტერესი ახლავს. მისი წარმოება სავარაუდოდ, უახლოეს პერიოდში დაიწყება.
ცნობისთვის, ჯონი მიტჩელი ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ავტორ-შემსრულებლად ითვლება, რომელმაც 1960-70-იან წლებში ისეთი კლასიკური სიმღერები შექმნა, როგორებიცაა: Both Sides, Now და Big Yellow Taxi.