LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-მა და სომხეთმა ბირთვული ენერგიის მშვიდობიანი მიზნებისთვის გამოყენების შესახებ შეთანხმება გააფორმეს

114
ჯეი დი ვენსი ნიკოლ ფაშინიანი

„აშშ-მა და სომხეთმა ბირთვული ენერგიის მშვიდობიანი მიზნებისთვის გამოყენების შესახებ შეთანხმება გააფორმეს“, – ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

შეთანხმებას ხელი პირისპირ გამართული მოლაპარაკებების შემდეგ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა მოაწერეს.

ჯეი დი ვენსმა ნიკოლ ფაშინიანთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სომხეთთან პარტნიორობით ძალიან ამაყობს.

„ეს ულამაზესი ქვეყანაა. ქვეყანა, რომელთან პარტნიორობითაც აშშ-ის პრეზიდენტი ძალიან ამაყობს. სომხეთისთვის არა მხოლოდ მშვიდობას, არამედ სომხეთისა და აშშ-სთვის ეკონომიკურ კეთილდღეობას ვქმნით“, – აღნიშნა ვენსმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g