LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჭკვიანი სახლის მომავლის იდეა – რატომ ირჩევენ Samsung SmartThings-ს

620
Samsung

დღეს ტელევიზორი მხოლოდ გასართობი მოწყობილობა აღარ არის, ის ჭკვიანი სახლის მართვის ერთ-ერთ მთავარ მოწყობილობად იქცა. Samsung-ის ტელევიზორში შეგიძლია არა მხოლოდ ფილმებს და შოუებს უყურო გასაოცარი ხარისხით, არამედ SmartThings Hub-ის დახმარებით ყოველდღიური ცხოვრებაც უფრო კომფორტული გახადო. წარმოიდგინე, სერიალს უყურებ და ოთახში ტემპერატურის შეცვლა გინდა – პულტის ძებნა ან ადგომა აღარ დაგჭირდება. ყველაფერს პირდაპირ ტელევიზორის ეკრანიდან ან სმარტფონიდან გააკონტროლებ.

SmartThings ერთ სივრცეში აერთიანებს ყველა ჭკვიან მოწყობილობას და მათ მართვას ამარტივებს. შეგიძლია სახლში მისვლამდე დააყენო კონდიციონერი სასურველი ტემპერატურა, გადაამოწმო სარეცხი დასრულდა თუ არა, წინასწარ გააქტიურო რობოტი მტვერსასრუტი ან მართო სხვა ჭკვიანი ტექნიკა ოჯახის წევრებთან გაზიარებული წვდომით.

რატომ Samsung TV? რადგან ის გვთავაზობს მაღალი ხარისხის გამოსახულებას, თანამედროვე დიზაინს, რომელიც ნებისმიერ ინტერიერს ერგება, SmartThings-ის სრულ ინტეგრაციას, რომელიც სხვადასხვა ბრენდის ჭკვიან მოწყობილობებთან მარტივ დაკავშირებას უზრუნველყოფს.

თუმცა ეს ყველაფერი არ არის. აპლიკაციაში ჩაშენებულ SmartThings აპლიკაციის საშუალებით შეგიძლია შექმნა და ნახო სახლის 3D რუკა, გადაამოწმო დაკავშირებული მოწყობილობები და საჭიროების შემთხვევაში რამდენიმე წამში შეცვალო მათი სტატუსი. ტელევიზორიდან მართვისთვის გამოიყენე დისტანციური პულტი ან შენი სმარტფონი.

პრინციპი მარტივია, SmartThings აპლიკაციაში დაამატე Samsung-ის სმარტ ტელევიზორი ან მონიტორი, გააქტიურე SmartThings Hub და დააკავშირე თავსებადი მოწყობილობები. ჭკვიანი ტექნიკის ტელევიზორიდან სამართავად შეგიძლია გამოიყენო როგორც დისტანციური პულტი, ისე საკუთარი სმარტფონი SmartThings აპლიკაციით.

SmartThings Hub-ის გააქტიურება შესაძლებელია ასევე SmartThings Dongle-ის USB პორტთან დაკავშირების გზით. Hub-ის გააქტიურებისა და მოწყობილობების დამატების შემდეგ, 3D View-ში სახლის ჭკვიანი მოწყობილობები კატეგორიების მიხედვით გამოჩნდება. შედეგად, ტელევიზორთან მოკალათებულს შეგიძლია ჩართო ან გამორთო განათება, დაარეგულირო ტემპერატურა, შეამოწმო ტექნიკის სტატუსი, დაათვალიერო უსაფრთხოების კამერები და მართო სახლის ტექნიკა კიდევ უფრო მარტივად.

Samsung-ის ტელევიზორების შეძენა შესაძლებელია სამსუნგის ოფიციალური პარტნიორი მაღაზიების ქსელში: ალტა, ელიტი, მეგატექნიკა და კონტაქტ ჰოუმი.

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g