ლატვიის 24 წლის მოქალაქე, რომელსაც ოჯახი თბილისში ეძებდა, უვნებლად იპოვეს. ინფორმაცია „ფორტუნას“ შსს-ში დაუდასტურეს.
მათივე ინფორმაციით, ლატვიის მოქალაქეს დაზიანებები არ აღენიშნება და მომხდარი კრიმინალს არ უკავშირდება.
შეგახსენებთ, ახალგაზრდა გოგოს დაკარგვის შესახებ ინფორმაცია გუშინ გავრცელდა.
