LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„აცაბაცა კაცი აუცილებლად უნდა მოვიდეს სასამართლოში… დამიმტკიცოს ის ცილისწამება, რომელიც დიდ მორალურ ზიანს მაყენებს“ – ნანკა კალატოზიშვილი „უცნობს“ უჩივის

586
ნანკა კალატოზიშვილი

ქართულ მედიასივრცეში მორიგი დაპირისპირებაა. და­პი­რის­პი­რე­ბის მი­ზე­ზი გია გა­ჩე­ჩი­ლა­ძის (უც­ნო­ბი) მიერ თა­ვის გა­და­ცე­მა­ში გაჟ­ღე­რე­ბუ­ლი ის­ტო­რია გახ­და, რო­მე­ლიც მსა­ხი­ობ ნან­კა კა­ლა­ტო­ზიშ­ვილ­სა და ექ­სპრე­ზი­დენტ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს ეხე­ბა.

გია გა­ჩე­ჩი­ლა­ძემ (უცნობმა) თა­ვის გა­და­ცე­მა­ში გა­იხ­სე­ნა ე.წ. „საკ­ნე­ბის აქ­ცი­ე­ბის“ პე­რი­ო­დი, რო­დე­საც ოპო­ზი­ცია მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რში მყოფ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­თან მი­ვი­და.

გა­ჩე­ჩი­ლა­ძის მტკი­ცე­ბით, მა­შინ­დელ­მა პრე­ზი­დენ­ტმა შე­ნო­ბა უკა­ნა კა­რი­დან ნან­კა კა­ლა­ტო­ზიშ­ვილ­თან ერ­თად და­ტო­ვა.

„გა­მო­ვი­და შიგ­ნი­დან ინ­ფორ­მა­ცია მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რი­დან, რომ ქალ­ბა­ტონ კა­ლა­ტო­ზიშ­ვილ­თან ერ­თად იყო მა­შინ… უკ­ნი­დან გა­ა­პა­რეს, სხვა­თა შო­რის, ვერც გა­მო­ვი­და მა­შინ წინ. ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბის­გან რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ეს რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი სუ­ლის­კვე­თე­ბა? ალ­ბათ, უფრო „კლა­რა ცეტ­კი­ნი“ უნდა და­ვარ­ქვა მას პი­რა­დად… ყვე­ლამ ყვე­ლა­ფე­რი იცის ამ პა­ტა­რა ქა­ლაქ­ში,“ – გა­ნა­ცხა­და გა­ჩე­ჩი­ლა­ძემ.

ნანკა კალატოზიშვილმა ბრალ­დე­ბებს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში­ვე უპა­სუ­ხა და აღ­ნიშ­ნა, რომ გა­ჩე­ჩი­ლა­ძის მო­ნა­ყო­ლი სრუ­ლი სიც­რუ­ეა. მისი თქმით, მას ჰყავს მოწ­მე­ე­ბი, რომ­ლებ­თან ერ­თა­დაც აღ­ნიშ­ნულ მოვ­ლე­ნებს ტე­ლე­ვი­ზი­ით უყუ­რებ­და.

„იქ­ნებ ვინ­მე ად­ვო­კა­ტი და­მეხ­მა­როთ, ცი­ლის­წა­მე­ბის­თვის რომ ვუ­ჩივ­ლო. თან მოწ­მე­ე­ბი მყავს, ვის სახ­ლშიც ვუ­ყუ­რებ­დი ტე­ლე­ვი­ზი­ით ამ მარ­ჯა­ნიშ­ვილ­ში სა­ა­კაშ­ვილ­თან მი­ვარ­დნას… ეს ცალ­მხრი­ვი, ქო­ცე­ბის ცი­ლის­წა­მე­ბა­ზე ჩი­ვი­ლე­ბის დრო უნდა დამ­თავ­რდეს. თუ აქამ­დე და­ვიდ­ნენ, ესე იგი გუ­შინ ძა­ლი­ან გა­მიმ­წა­რე­ბია,“ – და­წე­რა მსა­ხი­ობ­მა ფეისბუკზე.

იქნებ ვინმე ადვოკატი დამეხმაროთ ცილისწამებისთვის რომ ვუჩივლო.თან მოწმეები მყავს ვის სახლშიც ვუყურებდი ტელევიზიით ამ…

Posted by Nanka Kalatozishvili on შაბათი, 21 თებერვალი, 2026

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ტე­ლე­კომ­პა­ნია „ფორ­მუ­ლას“ ეთერ­ში ნან­კა კა­ლა­ტო­ზიშ­ვილ­მა კი­დევ უფრო ვრცლად ისა­უბ­რა იმ კამ­პა­ნი­ა­ზე, რო­მე­ლიც მისი თქმით, მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად მიმ­დი­ნა­რე­ობს:

მსა­ხი­ო­ბის აზ­რით, თავ­დას­ხმე­ბი გა­მოწ­ვე­უ­ლია იმით, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი ერ­თმა­ნე­თის მი­მართ სო­ლი­და­რო­ბას იჩე­ნენ.

„ბრაზ­დე­ბი­ან, რომ ვართ მე­გობ­რე­ბი და არ ვი­კი­დებთ ფე­ხებ­ზე ერ­თმა­ნეთს. ამის გამო ჩარ­თეს აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა ფორ­მა­ტი, აცა­ბა­ცა კა­ციც კი (გია გა­ჩე­ჩი­ლა­ძე) ჩა­ერ­თო ამ ფლეშ­მობ­ში და აღარ იცის, რა გა­ა­კე­თოს“, – ამბობს ნანკა კალატოზიშვილი.

კა­ლა­ტო­ზიშ­ვი­ლი აცხა­დებს, რომ საქ­მე გვაქვს პერ­სო­ნა­ლურ შე­უ­რა­ცხყო­ფა­სა და ტყუ­ილ­ზე აგე­ბულ კამ­პა­ნი­ას­თან:

„რო­გორ შე­იძ­ლე­ბა მე­წყი­ნოს რამე ადა­მი­ა­ნე­ბის­გან, რომ­ლებ­მაც არ იცი­ან, რა არის მე­გობ­რო­ბა და სო­ლი­და­რო­ბა? – ჩემ­თვის ეს ადა­მი­ა­ნე­ბი ფა­სე­უ­ლო­ბებს მოკ­ლე­ბუ­ლე­ბი არი­ან”, – ამბობს ნანკა.

მსა­ხი­ო­ბი იმე­დს გამოთქვამს, რომ სა­სა­მარ­თლო არ იქ­ნე­ბა მი­კერ­ძო­ე­ბუ­ლი და მის უფ­ლე­ბებს და­ი­ცავს.

„აცა­ბა­ცა კაცი აუ­ცი­ლებ­ლად უნდა მო­ვი­დეს სა­სა­მარ­თლო­ში და მა­თი­ვე ახა­ლი კა­ნო­ნით (ცი­ლის­წა­მე­ბის შე­სა­ხებ) აქეთ და­მიმ­ტკი­ცოს ის ცი­ლის­წა­მე­ბა, რო­მე­ლიც მე ძა­ლი­ან დიდ მო­რა­ლურ ზი­ანს მა­ყე­ნებს.“ – აცხადებს ნანკა კალატოზიშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g