LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა აეროპორტების საერთაშორისო საბჭოს 5 საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა

104
თბილისის საერთაშორისო აეროპორტი

შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტი მორიგ წარმატებას აღნიშნავს – აეროპორტების საერთაშორისო საბჭომ (ACI) ის ევროპის მასშტაბით 5 კატეგორიაში დააჯილდოვა.

მომხმარებელთა გამოცდილების კვლევის მიხედვით, თბილისის აეროპორტი საუკეთესო აეროპორტად დასახელდა მომხმარებელზე ორიენტირებული პერსონალის, მოგზაურობის სიმარტივის, მგზავრებისთვის სასიამოვნო გამოცდილების, გამგზავრების სერვისების საუკეთესო შეთავაზებისა და სისუფთავის კატეგორიებში. ეს ჯილდოები თბილისის საერთაშორისო აეროპორტს 5 მილიონამდე მგზავრთნაკადის მქონე აეროპორტებს შორის მიენიჭა.

აეროპორტების საერთაშორისო საბჭო (ACI) მომხმარებელთა გამოცდილების ჯილდოებს ყოველწლიურად გასცემს. ეს არის შედარებითი ანალიზის ერთადერთი გლობალური  პროგრამა, რომელიც მგზავრთა კმაყოფილებას ზომავს მაშინ, როდესაც ისინი უშუალოდ აეროპორტში იმყოფებიან. საბჭომ 2025 წლის საუკეთესო შედეგის მქონე აეროპორტები 6 კატეგორიაში დაასახელა, თბილისის აეროპორტმა კი ამ 6-იდან 5-ში მოიპოვა აღიარება. ანალიზისთვის  საჭირო ინფორმაციას აეროპორტების საერთაშორისო საბჭო ორი წლის განმავლობაში აგროვებდა.

დაჯილდოების ოფიციალური ცერემონია ქალაქ სტამბოლში, 2026 წლის 2 სექტემბერს, ACI World Airport Experience Summit-ზე გაიმართება.

magti 5g