თბილისში, ვაზისუბნის დასახლებაში, ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა.
ცეცხლი ავტოფარეხში გაჩნდა, რა დროსაც მამაკაცმა დამწვრობა მიიღო. სასწრაფო დახმარების ჯგუფმა დაშავებული კლინიკაში გადაიყვანა.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ცეცხლი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.
