LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სალომე გოგიაშვილი: „ვიღაცა ქალი, რომელიც რამდენიმეჯერ შენს ოჯახში გაიელვებს, ის აღმოჩნდება ქალი, რომელიც გართმევს მამას, ოჯახს და ცდილობს, რომ სახლიდან რამენაირად გაგაგდოს – ეს ჩემთვის სირცხვილია“

1020
სალომე გოგიაშვილი, ლიკა შენგელია

„ის, რომ მე არასწორად შემოვუშვი სახლში ადამიანი და ჩემი ოჯახი დავაყენე რისკის ქვეშ, ეს არის ჩემთვის სირცხვილი“, – ამის შესახებ ტელესახე, სალომე გოგიაშვილი პოდკასტში withlovetim საუბრობს და მეუღლესთან განშორების მიზეზს კიდევ ერთხელ იხსენებს:

„სირცხვილი იცი რა არის? როდესაც გყავს 23, 18, 12 და 10 წლის 4 ზრდასრული შვილი, რომლებიც საღად აზროვნებენ, რომლებისთვისაც ოჯახში მამა მამაა, დედა დედაა, როდესაც მათ ჯანსაღ გარემოში უწევთ აღზრდა და უცბად ვიღაცა ქალი, რომელიც რამდენიმეჯერ შენს ოჯახში გაიელვებს, ის აღმოჩნდება ქალი, რომელიც გართმევს მამას, ოჯახს და ცდილობს, რომ სახლიდან რამენაირად გაგაგდოს. ეს ჩემთვის სირცხვილია. ის, რომ ზრდასრული კაცი ვერ გააკონტროლებ შენს მოთხოვნილებებს, ჩემთვის სირცხვილია. ის, რომ მე არასწორად შემოვუშვი სახლში ადამიანი და ჩემი ოჯახი დავაყენე რისკის ქვეშ, ეს არის ჩემთვის სირცხვილი.

ზოგადად არ გამოვირჩევი სინაზით და არ ვარ გოგო, რომელსაც არაფერი არ შეუძლია. მე მშენებლობაზეც წავალ და ვიმუშავებ, ანუ ტიპაჟი ვარ, რომელსაც არაფრის არ მეშინია…

მე მივედი მანდ, რომ ჩემი თვალით მენახა ის რასაც ვისმენდი და ვუყურებდი სახლში და რომ მივედი იქ დამემართა ის, რომ პირველად ჩემს ცხოვრებაში ვერ ვგრძნობდი ხელებს…“- ამბობს სალომე გოგიაშვილი.

ცნობისთვის, დაპირისპირება ლიკა შენგელიასა და სალომე გოგიაშვილს შორის გასული წლის აგვისტოში დაიწყო.

სალომე გოგიაშვილმა ყოფილი მოდელი, ლიკა შენგელია ჩაქუჩის ჩარტყმის ბრალდების გამო ცილისწამებაში დაადანაშაულა და მას სასამართლოში უჩივლა.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ემოციურ ვიდეომიმართვაში გოგიაშვილი ამბობდა, რომ ბრალდებები, რომელიც მისი მისამართით შენგელიამ სოციალურ ქსელში გააჟღერა, სიცრუეა.

მანამდე კი ლიკა შენგელიამ სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც სალომე გოგიაშვილს ფიზიკურ ანგარიშსწორებაში დასდო ბრალი. მისი თქმით, გოგიაშვილმა, ეჭვიანობის ნიადაგზე, თავში ჩაქუჩი ჩაარტყა.

„ახლა ძალიან კარგად ვარ, ცხოვრების ყველა გამოწვევას უნდა შეხვდე თავაწეულმა – ვფიქრობ, ეს გამოცდა ჩავაბარე“ – სალომე გოგიაშვილი

@withlovetim იხილეთ სრული ინტერვიუ სალომე გოგიაშვილთან ჩემს იუთუბ არხზე ინტერვიუ გადავიღეთ: @Podcast Corner ♬ оригинальный звук – Temuri Ebitashvili
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g